თავში

რა ღირს ელექტროენერგია საქართველოსა და თურქეთში

რა ღირს ელექტროენერგია საქართველოსა და თურქეთში
რა ღირს ელექტროენერგია საქართველოსა და თურქეთში

საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია Galt & Taggart-მა ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა გამოაქვეყნა.

დოკუმენტში თურქეთისა და საქართველოს ფასებია შედარებული.

თურქეთში ელექტროენერგიის საშუალო საბაზრო ფასი 11%-ით ნაკლებია საქართველოში საბალანსო ელექტროენერგიის ფასზე.

2020 წლის პირველი კვარტალში საქართველოში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი საშუალოდ კვტ.სთ-ზე 4.8 აშშ ცენტს შეადგენდა, რაც წლიური 5.8%-იანი ზრდაა. 

ორგანიზაციის ცნობით, საბალანსო ელექტროენერგიის წილმა ჯამურ მიწოდებაში 21.4% შეადგინა, ხოლო დანარჩენი მოცულობის ვაჭრობა ორმხრივი კონტრაქტების გზით განხორციელდა. საბალანსო ელექტროენერგიაში იმპორტის წილი 61.0%-ს შეადგენდა, ხოლო გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით (PPA) ესკოს მიერ შესყიდული ენერგიის წილი 36.4%-ს. 

მეზობელ თურქეთში ელექტროენერგიის საშუალო საბაზრო ფასი 2020 წლის პირველ კვარტალში საშუალოდ კვტ.სთ-ზე 4.8 აშშ ცენტს შეადგენდა (+0.3% წ/წ), რაც 11%-ით ნაკლებია საქართველოში საბალანსო ელექტროენერგიის ფასზე. 

შეგახსენებთ, მარტში ელექტროენერგიის მოხმარება 7.8%-ით შემცირდა და სპეციალისტების პროგნოზით, მოხმარების კლების ტენდენცია სექტემბრამდე გაგრძელდება.

2020 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 78.7% დაკმაყოფილდა ადგილობრივი გენერაციით, ხოლო დანარჩენი იმპორტირებული იყო რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან.

2020 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 39.6%ით გაიზარდა და ჯამური მოთხოვნის 21.3% დააკმაყოფილა. იმპორტის ღირებულებამ 29.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიური 25.7%იანი ზრდაა.

ცნობისთვის, ელექტროენერგიის ბაზარზე თამაშის წესები მომავალი წლიდან იცვლება. კერძოდ, ელექტროენერგიის ვაჭრობა დღით ადრე, დღიური და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრებზე უნდა დაიწყოს 2021 წლის ივლისში. ენერგო პლატფორმების პირველადი გაშვება მოხდება 2020 წლის ივლისში და ერთწლიანი ტესტირების შემდეგ დაიწყება სრულმასშტაბიანი ოპერაციები. საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზარი ოპერირებას დაიწყებს 2021 წლის ივლისიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system