თავში

ელექტროენერგიის ბაზარზე თამაშის წესები იცვლება

ელექტროენერგიის ბაზარზე თამაშის წესები იცვლება
ელექტროენერგიის ბაზარზე თამაშის წესები იცვლება

ელექტროენერგიის ვაჭრობა დღით ადრე, დღიური და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრებზე უნდა დაიწყოს 2021 წლის ივლისში. 

ამის შესახებ აღნიშნულია საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია Galt & Taggart-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში.

ენერგობაზრის სპეციალისტების თქმით, მომავალი წლის ზაფხულამდე ვაჭრობა გაგრძელდება ორმხრივი ხელშეკრულებების ფორმით, როგორც ეს დღეს ხდება.

შეგახსენებთ, ენერგეტიკული ბირჟა დაარსდა 2019 წლის დეკემბერში, როგორც ესკოს და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ერთობლივი საწარმო. 

მას სემეკის ყოფილი თავმჯდომარე ირინა მილორავა ხელმძღვანელობს.

ებერგეტიკული ბირჟა მუშაობს Nord Pool კონსალტინგთან ერთად სავაჭრო პლატფორმების შექმნაზე და მისი ოპერირების წესების შემუშავებაზე. ენერგო პლატფორმების პირველადი გაშვება მოხდება 2020 წლის ივლისში და ერთწლიანი ტესტირების შემდეგ დაიწყება სრულმასშტაბიანი ოპერაციები. 

საბითუმო საჯარო მომსახურების მომწოდებელი (სავარაუდოდ ესკო) პასუხისმგებელი იქნება ბაზარზე ფასების სტაბილურობასა და აფხაზეთის რეგიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე.

საბითუმო საჯარო მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, ივაჭროს ელექტროენერგიის ბაზრებზე, თუმცა ძირითადი მექანიზმი, რომელსაც ისინი გამოიყენებენ ფასების სტაბილურობისთვის, არის ფასთა სხვაობის ხელშეკრულება.

აღნიშნული ხელშეკრულებით, კომპანია აანაზღაურებს სხვაობას რეგულირებულ ან დაპირებულ ფასსა და საბაზრო ფასს შორის. საბითუმო საჯარო მომწოდებელი იქნება ფასების სტაბილურობის გარანტი შემდეგი ბაზრის მონაწილეებისთვის: 

• ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების (PPA) მქონე სადგურები; 

• ელექტროსადგურები სამომავლოდ მთავრობის მიერ შეთავაზებული სხვა წამახალისებელი სქემით; 

• უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლები (კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიას აწვდიან მოსახლეობას და სხვა საბოლოო მომხმარებლებს); 

• რეგულირებული ელექტროსადგურები (მაგ. ენგური); 

• გარანტირებული სიმძლავრის მიმწოდებლები (მაგ. თბოსადგურები). 

"საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზარი ოპერირებას დაიწყებს 2021 წლის ივლისიდან. გადაცემის სისტემის ოპერატორი (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა) განსაზღვრავს კრიტერიუმებს და მიმწოდებელთა ჩამონათვალს. ამ დროისთვის ასევე ფასიანი გახდება უბალანსობები და დაწესდება უბალანსობის ანგარიშსწორების წესები," - აღნიშნულია Galt & Taggart-ის მომოხილვაში.

შეგახსენებთ, მარტში ელექტროენერგიის მოხმარება 7.8%-ით შემცირდა და სპეციალისტების პროგნოზით, მოხმარების კლების ტენდენცია სექტემბრამდე გაგრძელდება.

2020 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 78.7% დაკმაყოფილდა ადგილობრივი გენერაციით, ხოლო დანარჩენი იმპორტირებული იყო რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან.

2020 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 39.6%ით გაიზარდა და ჯამური მოთხოვნის 21.3% დააკმაყოფილა. იმპორტის ღირებულებამ 29.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიური 25.7%იანი ზრდაა.

კვლევა აჩვენებს, რომ თურქეთში ელექტროენერგიის საშუალო საბაზრო ფასი 11%-ით ნაკლებია საქართველოში საბალანსო ელექტროენერგიის ფასზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system