თავში

ერთწლოვან კულტურებზე 1707 აგროსესხი გაიცა

ერთწლოვან კულტურებზე 1707 აგროსესხი გაიცა
ერთწლოვან კულტურებზე 1707 აგროსესხი გაიცა

ბოლო მონაცემებით (7აგვისტო), შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 1707 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 31 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 2,5 მლნ ლარს აჭარბებს.

მონაცემები report.ge-ს სოფლის მეურნეობის სააგენტოდან მოაწოდეს.

ბოლო ორ კვირაში ერთწლოვან კულტირებზე გაცემული სესხების მოულობა გაიზარდა. 24 ივლისის მონაცემებით, გაცეული იყო 1528 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 28 მლნ ლარს აჭარბებდა, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 2,2 მლნ ლარზე მეტი იყო. 

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებაა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აგრობიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები ფართოვდება.

სამთავრობო პროგრამებს ემატება თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება და სასურსათო წარმოება და ყურძნის გადამუშვება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system