თავში

ევროკავშირმა ბელარუსს ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა

​ევროკავშირმა ბელარუსს ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა ბელარუსს ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები შემოიღო. ამის შესახებ გამოცემა  Deutsche Welle წერს.

გამოცემის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ  24 ივნისს მიიღო. 

ევროკავშირის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ბელარუსისათვის სანქციების დაწესება "ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებს, სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული ოპოზიციისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივ რეპრესიებს, აგრეთვე Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებითი დაშვებას უკავშირდება. 

ახალი ეკონომიკური სანქციები ბელარუსის ეკონომიკის მთელ რიგ სექტორებს ეხება. 

”ბელარუსისათვის იზღუდება რაფინირებული ნავთობპროდუქტებით, კალიუმის ქლორიდით და თამბაქოს ნაწარმის პროდუქტებით ვაჭრობა" , - ნათქვამია მოხსენებაში.

ასევე, აკრძალულია სადაზღვევო მომსახურების მიწოდება მთავრობისა და სამთავრობო უწყებებისა და ორგანიზაციებისათვის. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) შეაჩერებს ნებისმიერი დაფინანსების გამოყოფას ბელარუსის საჯარო სექტორისათვის.

ამასთანავე, სანქციები კრძალავს ბელარუსში ნებისმიერი ადამიანისთვის  სატელეფონო ან ინტერნეტით კომუნიკაციების დამახშობელი მოწყობილობების ”პირდაპირ ან არაპირდაპირ გაყიდვას, გადაცემას ან ექსპორტს”.

მანამდე, ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ბელარუსს სამმილიარდიან საინვესტიციო პაკეტს შეუჩერებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system