თავში

"ფორსაჟი-9-ის" გადაღებებზე საქართველოში 32 მლნ ლარი დაიხარჯა

"ფორსაჟი-9-ის" გადაღებებზე საქართველოში 32 მლნ ლარი დაიხარჯა
ფორსაჟი-9-ის გადაღებებზე საქართველოში 32 მლნ ლარი დაიხარჯა

Fast&Furious 9-ს გადაღებების წარმოებაზე ამერიკულმა კომპანიამ საქართველოში ₾32 მლნ დახარჯა., ამის შესახებ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აცხადებს. ცნობილი ბლოკბასტერის გადაღება საქართველოში პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა. ფილმის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგებოდა, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალი იყო. ჯამში პროექტის ფარგლებში 4 000-მდე ადამიანი დასაქმდა.

სააგენტოს შეფასებით, გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში. გადაღების მოსამზადებელ პროცესში რამდენიმე სახელმწიფო უწყება იყო ჩართული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აქტიური თანამშრომლობით გაფორმდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია ტექნიკური მხარდაჭერისთვის საჭირო პროცედურებისა და ხელშეწყობის თაობაზე.

ცნობისთვის, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში გადაღებული ფილმის „Fast and Furious 9“ პრემიერა დღეს გაიმართება. ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAl PICTURES“-ის ფილმში ასახული იქნება თბილისისა და რუსთავის კადრები, კერძოდ, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირები, თავისუფლების მოედანი, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩები, ასევე, რუსთავში ბაზრობის ტერიტორია.

შეგახსენებთ, FF9 არის პირველი ჰოლივუდური დიდი, სტუდიური ფილმი არა მარტო საქართველოში არამედ მთელ რეგიონში, რომელიც "ენკენი ფილმსმა" და "იუნივერსალ სტუდიომ" ერთად განახორციელეს.

"უნივერსალ სტუდიოს" წარმომადგენლების თქმით, ეს იყო ამ წლის ტექნიკურად ყველაზე რთული ფილმის, ყველაზე რთულად გადასაღები მონაკვეთი, რასაც ქართულმა გუნდმა უმაღლეს დონეზე გაართვა თავი. ამ პროექტის წარმატებით განხორციელებამ ქვეყნის მიმართ ინტერესი გაზარდა და ამ ეტაპზე უკვე მიდის რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმზე მოლაპარაკებები",– აცხადებენ სააგენტოში. 

შეგახსენებთ, გასული წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროგრამა "გადაიღე საქართველოში" უქმდებოდა, თუმცა პროექტი პანდემიისას ახალი ეკონომიკური რეალობისა წარმოშობის გამო შეჩერდა.  პროექტი ორიენტირებული იყო ტურიზმის განვითარებაზე და მისთვის 2020 წლის ბიუჯეტში 20 მლნ ლარი იყო ჩადებული. "აწარმოე საქართველოში" პროგრამის კინოინდუსტრიის წამახალისებელი კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში სულ განხორციელებულია 31 უცხოური პროექტი.

2019 წელს პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 31 განაცხადი, საიდანაც გადაღებები დასრულდა 15 ფილმზე, დამატებით 16 ფილმზე კი გადაღებები უეხლოეს მომავალში უნდა დაწყებულიყო, რომ არა კორონავირუსის პანდემიური აფეთქება.

აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 113.2 მილიონ ლარზე მეტი უნდა დახარჯულიყო, გადაღებებისას კი დასაქმებდებოდა 17 150-ზე მეტი ადამიანი.

პროგრამის ფარგლებში 10 პროექტს, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ე.წ cash rebate მექანიზმით სარგებლობდნენ, საქართველოში დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯების 20% უკვე აუნაზღაურდა. ეს კი როგორც ეკონომისტებისა და ფინანსისტების, ასევე კინოანალიტიკოსების შეფასებით, კიდევ უფრო მეტ პროდიუსერს უჩენდა ინტერესს გადმოეტანათ კინოწარმოება საქართველოში, რომ დაებრუნებინათ კინოგადაღებებზე დახარჯული თანხის ნაწილი.

ცნობისთვის, 2019 წელს პროგრამის ფარგლებში, პირველი ჰოლივუდის პროექტის გადაღებები, კერძოდ ამერიკული ცნობილი ფილმის "ფორსაჟი 9" გადაღებები განხორციელდა.

კინომცოდნეები საქართველოს პოპულარიზაციას კონოინდუსტრიაში ცალსახად დადებითად აფასებენ და ხელისუფლებას სულ ცოტა ხნის წინ "გადაიღე საქართველოში-ს" დაფინანსების ზრდასაც ურჩევდნენ, რადგან, მათი თქმით, კინოინდუსტრია კავშირშია ეკონომიკის ყველა სექტორთან, რადგან კინოწარმოებიდან შემოსული თანხები პირდაპირ ეკონომიკაში იხარჯება. მათი თქმით, ის, ტურიზმის მსგავსად, შემოსავლებს უზრდის კვების ობიექტებს, სასტუმროებს და წარმოებასაც კი.

თუმცა დღეს კინომცოდნეებისა და ეკონომისტებიც თანხმდებიან რომ კორონავირუსმა ყველა და ყველაფერი დისტანციური გადახადა, "გადაიღე საქართველოშიც" უფუნქციოდ დატოვა, ისვე როგორც ეკონომიკის სხვა დარგები.

ცნობისთვის, პროექტ "გადაიღე საქართველოშის" ხელისუფლება ტურიზმის მასტიმულირებლადაც განიხილავდა და არაა გამორიცხული, ეს პროექტი, რაიმე კუთხით, ჩადებული იყოს იმ პოსტკრიზისულ გეგმაში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო პრემიერ-მინისტრის დავალებით სპეციალურად ტურინდუსტრიისთვის ამუშავებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system