თავში

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებაზე განაცხადების მიღება იწყება

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებაზე
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებაზე განაცხადების მიღება იწყება

გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტში განაცხადები მიიღება 2021 წლის 20 აპრილის 10 საათიდან, 4 მაისის 24 საათამდე, ხოლო შემნახველი საწარმოების კომპონენტში განაცხადები მიიღება 2021 წლის 13 მაისის 10 საათიდან, 28 მაისის 24 საათამდე ელექტრონული ფორმით (ვებ გვერდის rda.gov.ge მეშვეობით). ამის შესახებ report.ge-ს  სოფლის განვითარების სააგენტოში განუცხადეს.  პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.

პროექტი მოიცავს ორ კომპონენტს :

  • გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი.
  • შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი.

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შესაძლებელია შემდეგი წყაროების გამოყენებით :

  • სააგენტოს თანადაფინანსება - პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარისა.
  • შეღავათიანი კრედიტი/ლიზინგი - არაუმეტეს 1 500 000 ლარისა;
  • ბენეფიციარის საკუთარი თანამონაწილეობა ან/და პროექტის დაფინანსების ალტერნატიული ფინანსური წყარო.

ცნობისთვის, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების წესი შეიცვალა. თანადაფინანსების სპეციალური პირობები ვრცელდება იმ პროექტებზე, რომლებიც განხორციელდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გაყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ნუსხით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან/და რომელსაც განახორციელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. აღნიშნულ შემთხვევაში სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%-ით თუმცა არაუმეტეს 500,000 ლარისა. გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის მიზნობრივი არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი. გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში დაფინანსდება ენერგო-ეფექტური ღუმელების წარმოება.

2020 წლის IV კვარტალში საქართველოში 168 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა. 168 სამაცივრის ჯამური შემოსავალი 5.2 მლნ. ლარს უტოლდება.

სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში გადამამუშავებელი მრეწველობის დიდი პოტენციალია როგორც პროდუქტის, ასევე ხე-ტყის შემთხვევაში. მათი მტკიცებით, მნიშვნელოვანია, ნედლეული ქვეყნიდან არ გავიდეს და ადგილზევე მოხდეს გადამუშავება, რაც გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს ეკონომიკას. აგრომეცნიერები მტავრობას რომ გადამამუშავებელი მრეწველობის როლი გაძლიერებას ურჩევენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system