თავში

გადაზიდვების ბიზნესი დახმარებას ითხოვს

გადაზიდვების ბიზნესი დახმარებას ითხოვს
გადაზიდვების ბიზნესი დახმარებას ითხოვს

საწვავზე მაღალი ფასის გამო კერძო სექტორი მთავრობას ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის გადახედვას სთხოვს.  წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის ტიპის საწვავი 60-65 თეთრით გაძვირდა და ტენდენცია კვლავ მზარდია, როგორც ნავთობიმპორტიორები, ისე ცალკეული კომპანიები ფასების კლების ერთადერთ რესურსად აქციზის განაკვეთის შემცირებას განიხილავენ.

2017 წელს 1 ტონა ბენზინის ტიპის საწვავზე აქციზი - 250 ლარიდან 500 ლარამდე, დიზელის კი 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა, რაც ნავთობიმპორტიორების თქმით, ერთ ლიტრ საწვავს, დაახლოებით, 20 თეთრით აძვირებს.

საწვავზე მაღალი ფასი ნეგატიურად მოქმედებს გადაზიდვების ბიზნესზეც, რაც საბოლოოდ პროდუქტების გაძვირების წინაპირობა ხდება.

სატრანპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ სატვირთო გადამზიდავმა, ბაზარზე მაღალი კონკურენციის და დაბალი ფასების გამო, საწავავის გაძვირების შედეგად საკუთარი მოგების შეცირების ხარჯზე უნდა უზრუნველყოს ბიზნესის განვითარება, რაც სახელმწიფოს დახმარების გარეშე პრაქტიკულად არარენტაბელს გახდის სატვირთო გადაზიდვების ბიზნესს. აქცისის შემცირების გარდა ერთ - ერთ გამოსავლად ცაგარეიშვილი მიიჩნევს, საზღვრებზე ავტოგასამართი სადურების მოწყობას, სადაც ცმრ-ის წერდგენისას სატრანსპორტო საშუალება დაუბეგრავად 20 -30 თეთრით ნაკლები ღირებულებით შეძლებს საწვავის ჩასხმას. ცაგარეიშვილს მიაჩნია, რომ აქციზის შემცირება როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია, ამ ეტაპზე არაეფექტურია. ის report.ge-სთან მეზობელი სომხეთის მაგალითს განიხილავს.

„ერთი მხრივ, საწვავის გაძვირება და მეორე მხრივ, გადაზიდვის ფასების არასტაბილურობა იწვევს იმას, რომ გადაზიდვის სექტორმა საკუთარი მოგების შემცირების ხარჯზე უნდა იფუნქციონიროს; მოგებაც არც ისე დიდია, 10%-8%-ის ფარგლებში მერყეობს და ეს გამოიწვევს იმას, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე, ახლო მომავალში, სატვირთო გადაზიდვების ეს სეგმენტი, პრაქტიკულად, მთლიანად ნულზე დავა. გამოვყოფდი ისეთ ღონისძიებას, როგორსაც მაგალითად იყენებს ჩვენი მეზობელი სახელმწიფო სომხეთი - სპეციალური ზონებია, სადაც დაბეგვრა არ ხდება ანუ საწვავის ჩასხმისას დღგ არ შედის. ეს პრინციპი მუშობდა ლარსის გამშვებ პუნქტზე, რომელიც ნაწილობრივ დაიკეტა, მაგრამ ამის აპრობაცია და სხვა საზღვრებზე გადატანა მნიშვნელოვან შეღავათს მისცემდა გადაზიდვების ბიზნესს და საწვავის ფასს 20-30 თეთრით შეუმცირებდა“, - ეუბნება report.ge-ს პაატა ცაგარეიშვილი.

საწვავი დღეს კიდევ 3 თეთრით გაძვირდა 2.61 ლარის ნაცვლად 2.64 ლარი გახდა. საქართველოში ბოლო სამ თვეში საწვავი 60 თეთრით გაძვირდა.

საწვავის 3 ლარამდე გაძვირებასაც ელიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system