თავში

განახლებადი ენერგიის წყაროები ქვანახშირის სადგურებზე 80%-ით იაფია

განახლებადი ენერგიის წყაროები ქვანახშირის სადგურებზე 80%-ით იაფია
განახლებადი ენერგიის წყაროები ქვანახშირის სადგურებზე 80%-ით იაფია

აშშ-ს ქვანახშირის ელექტროსადგურების დაახლოებით 80%-ის ოპერირება უფრო ძვირია, ვიდრე ქარისა და მზის სიმძლავრეებზე გადართვა. ამის შესახებ აღნიშნულია უპარტიო კლიმატისა და ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის, Energy Innovation– ის, ანგარიშში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  გასულ საუკუნეში განახლებადი ენერგიის წყაროები წიაღირსეულ ენერგიაზე მეტი ღირდა, თუმცა თანამედროვე ეპოქაში ახალი, ქარისა და მზის, სიმძლავრეების ფასები იმდენად სწრაფად დაეცა ბოლო წლებში, რომ ისინი უკვე უფრო იაფია, ვიდრე ნახშირი.

კვლევის მიხედვით, ქვანახშირის წილი სტაბილურად კლებულობს აშშ-ის ელექტროენერგიის გენერაციაში. 2010 წლის შემდეგ, აშშ-ში 339 ქვანახშირის ელექტროსადგური დაიხურა ან დახურვის პირასაა და მხოლოდ 191 სადგური ფუნქციონირებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვანახშირის ელექტროსადგურები ყოველწლიურად მილიარდ ტონა ნახშირბადს გამოყოფენ.

ცნობისათვის, აშშ-ის პეზიდენტი ჯო ბაიდენი კი გეგმავს 2030 წელს მავნე გამონაბოლქვი 50-52%-ით შეამციროს, 2005 წელთან შედარებით, ხოლო 2050 წლისთვის აშშ-ის ეკონომიკის ნულოვანი გამონაბოლქვით არსებობაა დაგეგმილი. როგორც სამიტზე ბაიდენმა განმარტა, 2035 წლისთვის ამერიკის ენერგოსექტორი სრულად იტყვის უარს ნახშიროჟანგით ჰაერის დაბინძურებაზე. აშშ კლიმატის ეროვნულ სტრატეგიას უკვე ამუშავებს, რომელიც წლის ბოლომდე გასაჯაროვდება. ბაიდენი ამტკიცებს, რომ გლობალურ დათბობასთან ბრძოლა აშშ-ის ეკონომიკას გაზრდის, მილიონობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, რადგან სუფთა ენერგიის მისაღებად ინფრასტრუქტურის მშენებლობა მრავალრიცხოვან სამუშაო ძალას მოითხოვს. ამერიკელი ექსპერტების გათვლით, ამისთვის ამერიკის პრეზიდეტს, თითქმის ყველა დარჩენილი ქვანახშირის ელექტროსადგურის დახურვა მოუწევს. 

შეგახსენებთ, Bloomberg LP-ს დამფუძნებელმა და აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელმა, მაიკლ ბლუმბერგმა, კამპანიისთვის „ნახშირბადის მიღმა“  $500 მილიონი დოლარი გადარიცხა. თანხა აშშ-ში 2030 წლისთვის დარჩენილი ქვანახშირის ელექტროსადგურების დახურვას უნდა მოხმარდეს.

ჩინეთის მთავრობა ქვეყანაში ნახშიროჟანგის გამონაბოლქვს, რომელიც 2030 წელს პიკს მიაღწევს, 2060 წლისთვის ნულამდე დაიყვანს და ჩინეთი „კარბონ-ნეიტრალური“ ქვეყანა გახდება.  ეს ამბიციური გეგმა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, 2020 წლის სექტემებრში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას დააანონსა.

აშშ და ჩინეთი კლიმატის დასაცავად ითანამშრომლებენ

2023 წლიდან ევროკავშირში ნახშირბადის გადასახადი (ნახშირბადული კვალი) ამოქმედდება, რომელიც ევროპარლამენტის მიერ განსაზღვრული ახალი წესების შესაბამისად სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციაზე დამატებით მოსაკრებელს დააწესებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system