თავში

"განახლებული რეგიონების“ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს - პრემიერი

"განახლებული რეგიონების“ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს - პრემიერი
განახლებული რეგიონების“ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს - პრემიერი

"ჩვენს მიერ დაანონსებული მასშტაბური სამუშაოები, „განახლებული რეგიონების“ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს," - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი გაჟღერდა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით.

„მე მინდა ბატონ ირაკლი ქარსელაძეს ვთხოვო, რომ მოსახლეობისთვის გააკეთოს ერთგვარი შუალედური ანგარიში და გვითხრას, თუ რა ეტაპზე ვართ, როგორ მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი. ჩვენ, ბოლო დღეების განმავლობაში, მოვისმინეთ არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით. ამიტომ, მე მინდა გთხოვოთ, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პროგრამის ფარგლებში, კომისიის სხდომები ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმართა.

160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია.

ცნობისთვის, ამოქმედდება „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს დადააფინანსებს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა: მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება. ეს იმას ნიშნავს, რომ 63 მუნიციპალიტეტში ურბანულად განახლდება. 4 წლიანი სახელმწიფო პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. "განახლებული რეგიონებისთვის" ბიუჯეტიდან 300 მლნ ლარი გამოიყო. პროექტი შექმნის 15 000 ახალ სამუშაო ადგილს, რომელზეც დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა. „განახლებული რეგიონების“ პროექტი ბიუჯეტის დეფიციტს არ გაზრდის, ანუ მისი დაფინანსება ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ხარჯზე არ მოხდება. 500 მლნ ლარიდან დაფინანსების ნაწილი დონორ ორგანიზაციებზე მოდის, ხოლო დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფოს ამისთვის დამატებითი ვალდებულებების აღება არ მოუწევს. კიდევ რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას ურბანული განახლება ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system