თავში

იმპორტი 16.6%-ით შემცირდა

იმპორტი 16.6%-ით შემცირდა
იმპორტი 16.6%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში 6 444.2 მლნ. აშშ დოლარის იმპორტი განხორციელდა. წლიურ ჭრილში მონაცემი 16.6%-ითაა შემცირებული. 

მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 159.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.0 პროცენტით ნაკლებია.

წელს საქართველომ 2 715.3 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი განახორციელა, რაც მაჩვენებლის 11.1 პროცენტიან კლებაზე მიუთითებს. 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 3 728.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტატი მიმდინარე წლის 19 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system