თავში

წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15.0%-ით შემცირდა

წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15.0%-ით შემცირდა
წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15.0%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 159.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.0 პროცენტით ნაკლებია. 

აქედან, ექსპორტი 2 715.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (11.1 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 6 444.2 მლნ. აშშ დოლარი (16.6 პროცენტით ნაკლები). 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 3 728.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტატი მიმდინარე წლის 19 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system