თავში

ქართულ ბაზარზე გაძვირების ახალ ტალღას ელიან

ქართულ ბაზარზე გაძვირების ახალ ტალღას ელიან
ქართულ ბაზარზე გაძვირების ახალ ტალღას ელიან

ეპიდემიური პროცესის განმავკლობაში გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდის ტრენდი ფაქტობრივად არ შეცვლილა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ფასები ყველაფერზე მატულობს და FAO-ს ინდექსიც უკვე 7-წლიან მაქსიმუმზეა. როგორც იმპორტიორები აცხადებენ, გაძვირების ტენდენცია არა თუ შეიცვლება, პირიქით გაგრძელდება კიდეც, ისინი აგაძბირების ახალ ტალღას პროგნოზირებენ. 

როგორც კომპანია „დუ“-ს ხელმძღვანელი დავით გოგიჩაიშვილი აცხადებს,  შინ და გარეთ, პანდემიური სიტუაციით გამოწვეული არასტაბილურობაა და ამ პირობებში ფასების შენარჩუნება რთულია. გარდა იმისა, რომ პროდუქტი უცხოურ ბაზრებზე ძვირდება, საქართველოს შემთხვევაში, დამატებითი წნეხია ლარის კურსიც, რაც ფასებზე განსაკუთრებით აისახება.

,,შემოტანილი პროდუქცია დიდწილად გაცვლით კურსზეა დამოკიდებული, ასეთ არასტბილურ ვითარებაში, ფასების შენარჩუნება შეუძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, ფასების მატებას უნდა ველოდოთ. რამდენიმე დღის წინ თუ დოლარი 3.47-ში გვაქვს ნაყიდი და ამ თანხაში შეძენილი საქონელი ჩამოვა, მისი თვითღირებულებაც მოიმატებს. ზოგადად, ყოველთვის, ვალუტის კურსის გაუფასურება შემდგომში იწვევს პროდუქციის გაძვირებას. არა მხოლოდ გაყინული ხორცი, ყველა ტიპის საქონელი გაძვირდება, რაც კი დოლარზე და ევროზე იყიდება“, - ამბობს გოგიჩაიშვილი.

ფასების ზრდაზე საუბრობს ანალიტიკოსი ნიკა შენგელია, რომლის ინფორმაციითაც, განსაკუთრებით გაზრდილია ზეთის ფასი და ეს ტენდენცია  გაგრძელდება.

,,მწარმოებლებს, ასევე ჩამომსმხმელ საწარმოებსა თუ გამყიდველებს, გადასახადი გაუძვირდა, დოლარის კურსი მატულობს და უცხოურ ბაზრებზეც ფასები იზრდება. რამდენიმე ფაქტორია, რაც ერთდროულად მოქმედებს ფასებზე. მიუხედავად ამისა, პირველადი მოხმარების პროდუქტს რეალიზაციის მხრივ საფრთხე ნაკლებად ელის, რამდენიც არ უნდა ღირდეს, გაიყიდება, მაგრამ ძვირადღირებული პროდუქტი კი საერთოდ შეიძლება გაქრეს დახლებიდან. გაყინული ხორცის ფასიც მალე მოიმატებს, უახლოეს პერიოდში მარაგები იწურება და ახალი პარტიები უკვე გაზრდილი ფასით გაიყიდება. ეს ის შემთხვევაა, როცა იმპორტიორებს ვერ შევედავებით, ობიექტური საფუძველი აქვს ფასების ზრდას ქართულ ბაზარზე", - აცხადებს report.ge-თან ნიკა შენგელია. 

შეგახსენებთ, რომ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO -ს ინდექსი 7-წლიან მაქსიმუმზეა, მარტში მაჩვენებელმა 118.5 ქულა შეადგინა, რაც 2014 წლის შემდეგ, ფასების ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თებერვალთან შედარებით ინდექსის ქულა 2.1%-ით აღემატება.

მარტში მცენარეულ ზეთზე ფასები 8%-ით გაიზარდა. 3.9%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. თებერვალთან შედარებით, 2.3%-ითაა გაზრდილი ხორცის ფასების ინდექსი. მარცვლეულზე ფასები 1.8%-ით ხოლო, შაქარზე ფასები 4.0%-ით შემცირდა.

აღნიშნულ პერიოდში 2.3%-ითაა გაზრდილი ხორცის ფასების FAO-ინდექსი. ორგანიზაციის განმარტებით, ზრდა მეტწილად განპირობებული იყო ევროპაში აღდგომის დღესასწაულის სამზადისთ და ღორისა და ფრინველის ხორცის შემცირებულ მარაგებით. 

ცნობისთვის, FAO– ს ხორცის ფასების ინდექსი თებერვალში, იანვართან შედარებით, 0,6 პუნქტით 0,6 პროცენტით გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system