თავში

კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერია

კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერია
კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერია

"2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. ეს ნიშნავს, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანა - ჩვენთან კორუფციის აღქმა დაბალია, რაც ამ ინდექსითაც დადასტურდა," - ასე აფასებს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის ინდექსის“ 2020 წლის რეიტინგში საქართველოს პოზიციას. 

მინისტრის განმარტებით, საქართველო საუკეთესოა ღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ხოლო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 45 - ე ადგილს იჭერს. ნათია თურნავას შეფასებით, ქულა, რომელიც საქართველოს ინდექსით ენიჭება, სტაბილურად კარგია.  

მინისტრის ხაზს უსვამს იმსასაც, რომ 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო მაჩვენებლებით ევროკავშირის 9 ქვეყანას უსწრებს. 

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსი სახელმწიფოებში კორუფციის დონის განმსაზღვრელი ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევაა, რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობის სათაო ოფისი აქვეყნებს. 

კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნების 25-ეულშია და რეგიონში კვლავ პირველია.

ეკონომისტების მტკიცებით, ამას საქართველომ ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკის შედეგად მიაღწია.

შეგახსენებთ, საქართველო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავდაცვის 2020 წლის ანტიკორუფციული ინდექსით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საუკეთესო ხუთეულშია.

Trace International - ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 19-ე ადგილზეა. ინდექსის მიხედვით, საქართველო აზიის რეგიონის 50 ქვეყანას შორის მე-6 პოზიციაზეა. სპეციალისტების ამტკიცებენ, რომ ეს მალე "გადაითარგმნება" ბიზსნესსა და ეკონომიკაში და მოიტანს ინვესტიციებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system