თავში

კოვიდის პერიოდში პროგრამით "აწარმოე საქართველოში“ 22-მა საწარმომ ისარგებლა

კოვიდის პერიოდში პროგრამით "აწარმოე საქართველოში“ 22-მა საწარმომ ისარგებლა
კოვიდის პერიოდში პროგრამით აწარმოე საქართველოში“  22-მა საწარმომ ისარგებლა

მცირე და საოჯახო სასტუმროების საბანკო პროცენტის სუბსიდირების მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 913-მა სასტუმრომ, აქედან 687 უკვე დაფინანსდა და დანარჩენიც უახლოეს დღეებში დაფინანსდება,- ეკონომიკის მინისტრმა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" განახლებულ, გაფართოებულ კომპონენტებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები წარადგინა.

თურნავას თქმით, დამტკიცებულია ანტიკრიზისული ბიუჯეტი და სხვა მიმართულებებთან ერთად გაფართოვდა და განახლებული სახით ამოქმედდა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც კოვიდის პერიოდში უფრო მეტად მორგებული გახდა მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების საჭიროებებზე.

„მეორე განახლებული კომპონენტი იყო გაზრდილი საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომლის მეშვეობითაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თანაუზრუნველყოფას ვთავაზობთ მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომ მათ შეუფერხებლად შეძლონ ბანკებიდან სესხების აღება. ეს პროგრამა ამოქმედდა ორი წლის წინ, მაგრამ იმ პერიოდში, დიდი მოთხოვნა ამ ტიპის დახმარებაზე არ იყო, რადგან ეკონომიკა ისედაც სწრაფად ვითარდებოდა, ხოლო ახლა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში იმ დროიდან, რაც გაზრდილი ბიუჯეტით ამოქმედდა ეს პროგრამა, უკვე 17-მა საწარმომ ისარგებლა საკრედიტო-საგარანტიო სქემით, მათ შორის არის სამშენებლო მასალების წარმოება, ჯანდაცვასთან დაკავშირებული ბიზნესსაქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, ტანსაცმლის, ასევე კვების პროდუქტების წარმოება და სასაწყობე მეურნეობა. მოთხოვნა ძალიან მაღალი და მზარდია“, - აღნიშნა მინისტრმა თურნავამ და საწარმოების სესხის სუბსიდირებაზეც გაამახვილა ყურადღება. 

„ეს ჩვენი ტრადიციული დახმარებაა, რომელიც ძალიან გაფართოვდა კოვიდის პერიოდში და მოიცვა 200-ზე მეტი დარგი. ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 22-მა საწარმომ ისარგებლა ამ დახმარებით - ეს არის 3416 ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც შეიქმნება განახლებული პროგრამის დახმარებით“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, იპოთეკური სესხების, იგივე ბინათმშენებლობის სექტორის დახმარების კომპონენტით, დღევანდელი მონაცემებით, 82-მა ადამიანმა შეძლო სარგებლობა.

საბანკო პროცენტის სუბსიდირების პროგრამით 687-მა სასტუმრომ ისარგებლა.

საკრედიტო-საგარანტიო სქემით კი 17-მა საწარმომ ისარგებლა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system