თავში

ლარის კურსზე მოქმედი მძლავრი ფაქტორი ტურიზმია - პაპუნა ლეჟავა

ლარის კურსზე მოქმედი მძლავრი ფაქტორი ტურიზმია - პაპუნა ლეჟავა
ლარის კურსზე მოქმედი მძლავრი ფაქტორი ტურიზმია - პაპუნა ლეჟავა

ლარის კურსზე მოქმედი მძლავრი ფაქტორი ტურიზმია, - ასე ფიქრობს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა და აცხადებს, რომ ქვეყანაში გაცვლითი კურსის ჩამოყალიბება დიდწილად შემომავალი და გამავალი სავალუტო ნაკადების მოცულობაზეა დამოკიდებული. ტურიზმის კი ქვეყანაში დოლარის შემოსვლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ცნობისთვის აპრილში საქართველოში ტურიზმი 140%-ით გაიზარდა. საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 82,500 შეადგინა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ რეკორდული ოდენობაა. 

“ტურიზმის აღდგენა ნამდვილად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ლარის კურსზე ახდენს გავლენას.  2020 წელს ტურისტული შემოდინებები თითქმის ნულამდე დავიდა და ქვეყანამ დაახლოებით 2.7 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგა. რა თქმა უნდა, თუ ამის ნაწილობრივი აღდგენა მაინც მოხდება წელს და ეს დადებითი იქნება. ჯამურად ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას ლარის გაცვლით კურსზე და ჩვენ კურსის პროგნოზებს არ ვაკეთებთ,”- განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიც ფიქრობს, რომ ლარზე ეკონომიკაში გაჩენილი დადებითი მოლოდინები მოლოდინები პოზიტიურად აისახება.  ლარის გამყარების პერსპექტივას პირდაპირ აკავშირებს ტურიზმის ზრდასთან ეკონომიკის მინისტრიც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system