თავში

ეკონომიკის და ტურიზმის აღდგენა ლარსაც გაამყარებს

ეკონომიკის და ტურიზმის აღდგენა ლარსაც გაამყარებს
ეკონომიკის და ტურიზმის აღდგენა ლარსაც გაამყარებს

"ეკონომიკის და ტურიზმის აღდგენა ლარსაც გაამყარებს," - ასე უკავშირებს რეგულაციების შემსუბუქებას და ტურიზმის აღდგენას ლარის კურსის გამყარებას ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავას განმარტებით, რაც უფრო სწრაფად აღვადგენთ ტურიზმს, მით უფრო მეტად გამყარდება ეროვნული ვალუტა.

„ეროვნული ვალუტის დასტაბილურება დამოკიდებულია უცხოური ვალუტის შეუფერხებელ შემოდინებაზე ქვეყანაში. ყველაზე მეტი ვალუტა შემოაქვს ტურიზმს, ასე იყო ტრადიციულად და ისტორიულად. 2019 წელს 3,3 მლრდ დოლარი შემოვიდა ამ გზით. რაც უფრო სწრაფად აღვადგენთ ტურიზმს, მით უფრო მეტად გამყარდება ჩვენი ვალუტა. დღევანდელი გადაწყვეტილებაც ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, ამ შაბათ-კვირიდან, წესების დაცვით, შესაძლებელი იქნება რესტორნების ღია სივრცეების ფუნქციონირება. მსუბუქდება ღამის საათების შეზღუდვა და უკვე დღეიდან შეზღუდვა დაიწყება 23:00 საათზე, ნაცვლად 21:00 საათისა. ბიზნესი შეზღუდვების შემსუბუქებას იწონებს. 

აჭარაში წლევანდელი ზაფხულის სეზონისთვის 4.3 მლნ ლარი დაიხარჯება. ტურიზმიდან წელს, პირველ ოთხ თვეში, იანვარ-აპრილში, საქართველომ 98.3 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. წლიური კლება 77.5%-ია. მარტში კი ტურიზმიდან ქვეყანამ 29.5 მლნ დოლარი მიიღო, რაც 60%-ით ნაკლებია 2020 წლის მარტთან შედარებით. იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შემცირებული იყო 90%-ზ მეტით. 2021 წლის იანვარ-მარტში ტურიზმის კონტრიბუცია ქვეყნის შემოსავლებში მხოლოდ 53.6 მლნ დოლარია.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, 2020 წელს საქართველომ ტურისტული სექტორიდან $2.7 მილიარდი დოლარის შემოსავლები დაკარგა. ტურიზმის აღდგენის დაჩქარების მიზნით, ბიზნესი სახმელეთო საზღვრების გახსნას დიდი ხანია ითხოვს.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებს ტურიზმის ინდუსტრია დაემატა. ვაქცინაციაზე ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირთა რეგისტრაცია დაწყებულია. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ტურინდუსტრიის ვაქცინაცია დაიწყო. ტურობიექტებს, რომელთაც აცრილი თანამშრომლები ჰყავთ, რეკლამირებაში დაეხმარებიან, ანუ მთავრობა უფასო მარკეტინგულ სერვისს გაუწევს. კომპანიების სია დაინტეგრირდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტულ ვებ-პლატფორმასა და ყველა სოციალურ ქსელში, მათ შორის მარკეტინგულ კამპანიებში, რომელსაც მსოფლიო ბაზარზე ვახორციელებთ და ამ სიას დაინტერესებული პირები გაეცნობიან. ტურიზში დასაქმებულთა ორგანიზებული ვაქცინაცია დაიწყება.  დღეის მდგომარეობით უკვე 2000-მდე მოთხოვნა არის ვაქცინაციაზე რეგისტრირებული ტურიზმის ადმინისტრაციის სისტემაში.  ტურიზმის აღდგენის უმთავრეს წინაპირობად ვაქცინაცია სახელდება,  ტურინდუსტრია ვაქცინაციისას პრიორიტეტული ჯგუფი იქნება. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაცია, მათ შორის, ტურიზმის სექტორის, უფრო გაამყარებს აღნიშნული სექტორის სწრაფად აღდგენის პერსპექტივებს.

ტურიზმის განახლებული სტრატეგია უკვე გაწერილია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ მედეა ჯანიაშვილის ინფორმაციით, წელს ტურიზმის ადმინისტრაციას შეზღუდული ბიუჯეტი აქვს, წინა წლებთან შედარებით, თუმცა იგეგმება კონკრეტული, ფოკუსირებული კამპანიები., რაც გულისხმობს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირებას. დაწყებულია ტურიზმის იმ მიმართულებების პოპულარიზაციაზე მუშაობა, რაც პოსტკოვიდურ პერიოდში არის მნიშვნელოვანი და მიმზიდველი საერთაშორისო სტუმრებისთვის.

საქართველო ტურიზმის საერთაშორისო ინფლუენსერებს უმასპინძლებს. France 5-ი საქართველოს ტურისტულ მიმართულებაზე გადაცემას ამზადებს. ჟურნალისტები რეგიონს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით სტუმრობენ. მაისში საქართველოში უცხოელი ბლოგერები და ინფლუენსერები ჩამოვლენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ცნობილი ამერიკელი და ევროპელი ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის პრეს-ტურს გამართავს, რომლის მიზანია აშშ-სა და ევროპიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და საქართველოს ტურისტული მიმართულების გაცნობა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველომ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის „Süddeutsche Zeitung”-ის ჟურნალისტებს უმასპინძლა და გერმანულ მედიაში ქართულ სათავგადასავლო და ეკოტურიზმზე დაიწერა. მანამდე კი საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ჩამოვიდნენ, - პოსტპანდემიურ პერიოდში პირველი მედია ტურით საქართველომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს უმასპინძლა.

ცნობისთვის,ტურიზმის განახლებული სტრატეგიის პრეზენტაცია პარლამენტში უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. ტურიზმის აღდგენის გეგმა USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახმარებით შემუშავდება. უკვე მომზადდა ტურიზმის მარკეტინგული სტრატეგია, რომლის ძირითადი ხაზი უსაფრთხოდ მოგზაურობის შეთავაზებაა. “იმოგზაურე უსაფრთხოდ” - ესაა ძირითადი სლოგანი, რითაც პანდემიურ რეალობაში საქართველოს მსოფლიო ტურიზტულ ბაზრებზე პოზიციონირება მოუწევს. საქართველო პოსპანდემიური ტურიზმის სტანდარტების დანერგვაზეც მუშაობს.

ცნობისთვის, პანდემიურმა კრიზისმა ყველაზე მეტად ტურისტული ინდუსტრია დააზარალა. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის განახლებული მარკეტინგის სტრატეგიაზე დიდ იმედს ამყარებს და დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ტურიზმი ძალიან სწრაფად აღდგება. იმის გამო, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის მთავარი კონტრიბუტორი ტურიზმის სექტორი იყო, ექსპერტები მთავრობას უპირველესად ამ სექტორის სწარფ აღდგენაზე ძალისხმევის გააქტიურებას ურჩევენ.

ტურინდუსტრია ქვეყნის მწვანე სტატუსის აღდგენას ითხოვს., თუმცა ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი, მანანა ალადაშვილი, ფიქრობს, რომ ტურისტული ინდუსტრიის დიდი მონდომების მიუხედავად, ქვეყანა ,,მწვანე სტატუსის" მისაღებად ჯერჯერობით მზად არ არის. მისი განმარტებით, ამ სტატუსის აღსადგენად, გარდა ვაქცინაციის პროცესისა, მნიშვნელოვანია მარკეტინგული ღონისძიებების გააქტიურება, რა მიმართულებითაც ქვეყანა ჯერ კიდევ პასიურია. მთავრობას ზაფხულის ტურიზმისთვის სამზადისს ურჩევენ.

შეგახსენებთ, საქართველომ ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვერი გახსნა.

ტურიზმის შესახებ საქართველო კანონს უკვე მესამედ იღებს. ახალი კანონმდებლობაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

მსოფლიო ტურიზმი პრიორიტეტად აგროტურიზმს ასახელებს, თუმცა პარლამენტმა „აგროტურიზმის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა ეს იმით ახსნა, რომ ქვეყანა მუშაობს ტურიზმის შესახებ კანონზე, რომელშიც აგროტურიზმიც შევა.

სოფლებს პანდემიური ტურიზმის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ტურინდუსტრიაში წამყვანი როლი აგროტურიზმმა უნდა შეასრულოს. აგროტურიზმის განვითარებისთვის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია სპეციალური აკადემიას ქმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system