თავში

მესამე "ლოქდაუნის“ თეორიული რისკი არსებობს

მესამე "ლოქდაუნის“ თეორიული რისკი არსებობს
მესამე ლოქდაუნის“ თეორიული რისკი არსებობს

მესამე „ლოქდაუნის“ თეორიული რისკი არსებობს. ასეთი დასკვნა გააკეთა დღეს თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.  ბუცხრიკიძე ამტკიცებს, რომ შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში ბიზნესმა ეს წინასწარ უნდა იცოდეს.

„ვხედავთ, რომ პოტენციურად შეიძლება მესამე „ლოკდაუნის“ თეორიული რისკი არსებობდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რისკები მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება, რომ ბიზნესებმა ინდუსტრიულად იცოდნენ და განსაზღვრონ, რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ამა თუ იმ მიმართულების გაჩერება“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მაკროეკონომიკური მიმართულებით მუშაობენ. ეს ბიზნესთან ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური შეხვედრაა პრემიერის რანგში. ბიზნესთან შეხვედრა პრემიერმა გუშინ დაანონსა და ერთგვარი პირობაც დადო, რომ მთავრობა იქნება ბიზნესზე ორიენტირებული, პრობიზნესური. 

შეხვედრაზე მთავრობამ და ბიზნესმა ლარის კურსის ბოლოდროინდელ გაუფასურებაზეც ისაუბრეს. გადაწყდა, რომ გაიმართება მორიგი შეხვედრა და ამ საკითხზე, ანუ, ლარის კურსზე სებ-ი, ბიზნნესი და მთავრობა იმსჯელებს. გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელიც ეკონომიკურ საკითხებზე იმუშავებს.

ბიზნესი პრემიერთან 10-პუნქტიანი გეგმით მივიდა.

მთლიანობაში ბიზნესი პოზიტიურად აფასებს შეხვედრას და დასძენს, რომ ბიზნესისა და პრემიერის პოზიციები დაემთხვა, რის გამოც შეხვედრის მონაწილეები კმაყოფილები დარჩნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system