თავში

მოუწევთ თუ არა ტურისტებს 14-დღიანი კარანტინის გავლა

მოუწევთ თუ არა ტურისტებს 14-დღიანი კარანტინის გავლა
მოუწევთ თუ არა ტურისტებს 14-დღიანი კარანტინის გავლა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის, თქმით, თუკი, სახელმწიფოს ექნება იმის საშუალება, რომ მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აღარ მოუწიოთ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი, რა თქმა უნდა, ყველა სტანდარტი იქნება გატარებული.

"ყველაფერი დამოკიდებულია იმ გადაწყვეტილებაზე, რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ მეორე, პარტნიორ ქვეყანასთან და თუკი, გვექნება იმის საშუალება, რომ მათ შორის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აღარ მოუწიოთ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი, რა თქმა უნდა, ყველა სტანდარტი იქნება გატარებული“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა ამზადებს ზუსტ ჩამონათვალს, რომელი დოკუმენტების წარდგენა მოუწევთ საერთაშორისო მოგზაურებს.

„ყველა ის აქტივობა და მოთხოვნები, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების უმაღლეს ნორმებს და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, გატარდება ჩვენი ქვეყნის ყველა საზღვარზე, იქნება ის სახმელეთო თუ საჰაერო საზღვარი. ჩვენ, როგორც სახელმწიფოს გვექნება ასევე შემუშავებული პროგრამა, როგორ შევუწყოთ ხელი კერძო სექტორს, რომ ძალიან სწრაფად მიიღოს აღნიშნულ რეგულაციებზე რეაგირება და დანერგოს ის,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა და დასძინა, რომ ტურიზმის ინდუსტრია ერთობლივად და ეფექტურად უნდა ამოქმედდეს საქართველოს ყველა იმ წერტილსა და ლოკაციაზე, სადაც ტურიზმი აქტიური იყო, ან ახლა უნდა გააქტიურდეს.

ტურისტებს მოგზაურობა ახალი პროტოკოლით მოუწევთ. მოგზაურობისთვის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა COVID პასპორტის ფლობა იქნება.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის ცნობით, პირველ ტურისტებს საქართველო ისრაელიდან მიიღებს.

ეკონომიკის მინისტრმა გუშინ დაასახელა ის ქვეყნები, რომლის მთავრობებთან ტურისტების მიღებაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია ესენია: პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, ახლა ბალტიისპირეთი და ჩვენი რეგიონის ქვეყნები.

მინისტრის თქმითვე, იწყება საფრანგეთთან კომუნიკაციაც ამ საკითხზე.

36 ავიაკომპანიიდან 18-მა ფრენების აღდგენის სურვილი უკვე გამოთქვა, თუმცა გუშინ ამ ავიაკომპანიათა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.

მთავრობისთვის დაბალბიუჯეტიანი ფრენების აღდგენა პრიორიტეტულია.

უკვე ცნობილია, რომ Ryanair-ი ფრენებს საქართველოში ივლისიდან დაიწყებს.

ფრენებს საქართველოში ივნისიდან განაახლებს Turkish Airlines-იც.

მთავრობას ტურიზმის გაიდლაინების პირველი პროექტი მზად აქვს და უსაფრთხო, მწვანე, ზონებისთვის დადგენილი სტანდარტები კერძო სექტორს მომავალ კვირას წარედგინება.

ცნობისთვის, საქართველო მსოფლიო ტურიზმის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით, 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის, ხოლო 1 ივლისიდან უცხოელი ვიზიტორების მისაღებად ემზადება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system