თავში

მთავრობა ეკონომიკის გახსნის გეგმას ამუშავებს

მთავრობა ეკონომიკის გახსნის გეგმას ამუშავებს
მთავრობა ეკონომიკის გახსნის გეგმას ამუშავებს

"ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს ამ გეგმას, რომელზეც ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავებთ," -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევიმუშაოთ ის კონკრეტული ღონისძიება, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა, ეს არის როგორც ტესტირებების სქემები, ისე ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პირველი თებერვლიდან რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები იხსნება. ჯერ უცნობია, გაიხსნება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

შეგახსენებთ, ეკონომიკის გახსნა გადაიდო, ანუ ქვეყანაში არსებული წერტილოვანი შეზღუდვების ვადა პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა.

წერტილოვანი შეზღუდვები 16 იანვრიდან უნდა შემსუბუქებულიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system