თავში

მთავრობის გადაწყვეტილებით ბიზნესი უკმაყოფილოა

მთავრობის გადაწყვეტილებით ბიზნესი უკმაყოფილოა
მთავრობის გადაწყვეტილებით ბიზნესი უკმაყოფილოა

ბიზნეს-სექტორის ნაწილი მთავრობის გადაწყვეტილების მიმართ უკმაყოფილოა. ისინი ამბობენ, რომ რამდენიმე თვის წინ დაწესებულმა შეზღუდვამ მათ დიდი ზიანნი მიაყენა და ახლა უფრო მეტად დაზარალდებიან. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის თქმით, შეზღუდვები დასრულების შემდეგ ნაწილი შეიძლება საერთოდ გაჩერდეს, რადგან ზარალი უფრო გაღრმავდება და ძალების აკრებას ბევრი ვერ შეძლებს.

,,ათი ათასობით ადამიანი სამსახურს კარგავს და ისინი ბედის ანაბარა რჩებიან. ის დახმარება, რომელიც გამოყოფილი იქნება მეოთხე ტალღის დროს, 200 და 300-ლარის ოდენობით, ძალიან მცირეა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქმიანობას 2 თვით შეაჩერებენ. ფაქტობრივად მათ არ დარჩებათ რესურსი, რომ საქმიანობა გააგრძელონ. ველოდით, რომ მტავრობა მოძებნიდა რაღაც ,,ოქროს შუალედს", რომ არ დაზარალებულიყო ბიზნესი და მოქალაქეთა სიცოცხლის უფლება დაცული იქნმებოდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხდა. დღეს ეს სფერო ისეთ მდგომარეობაშია, ასეთი მკაცრი შეზღუდვა არა ნაწილობრივი, არამედ, სრული „ლოკდაუნია“ სფეროსი. ველოდებით, რომ ათი ათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგება და ნაცვლად იმისა, რომ გამოსავალი გვეპოვა, კატასტროფის წინ აღმოვჩნდებით", - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

ანალოგიური მოსაზრების არიან სავაჭრო სფეროში ჩართული მეწარმეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ულიკმაპუროდ დარჩებიან და კრიზისს ვერანაირად დააღწევენ თავს. მოვაჭრე მზია გალდავა ამბობს, რომ პრობლემის გასამკლავებლად არც ფინანსური რესურსი დარჩა და არც გამძლეობა, რომ ეპიდემიის შემდეგ მცირე ბიზნესი ფეხზე დადგეს.

,,ორთვიანი გაჩერება დიდ პრობლემას შეგვიქმნის. ვითხოვთ დახმარებას, რადგან რა მხარდაჭერაზეც მთავრობა საუბრობს, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გადავრჩეთ. შემოსავლის ერთადერთ წყაროს ვკარგავთ. ვერ წარმომიდგენია, 300 ლარით როგორ ვიარსებიოთ, რომ გადასახადიც გადავიხადოთ და საჭმლის ფულიც გაგვაჩნდეს. უფრო კონკრეტული შეღავათის დაწესებას ველოდით, პრემიერისგან ვერ მოვისმინეთ კონკრეტული შეღავათი, რაც პრობლემის დაძლევაში დაგვეხმარება", - ამბობს მეწარმე report.ge-თან. 

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დახმარების მეოთხე ტალღის პორტფელი, სახელმწიფოს დაუჯდება 1,1 მილიარდი ლარი. მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება. 

სარესტორნო ბიზნესს,რომელსაც საბანკო სასესხო ვალდებულება გააჩნია, სახელმწიფო საპროცენტო განაკვეთს დაუსუბსიდირებს. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღეისათვის ტურიზმის სექტორთან ერთად ყველაზე მეტად, სწორედ სარესტორნო ბიზნესი დაზარალდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system