თავში

პანდემია და მეზობლების კონფლიქტი საქართველოსაც აზარალებს

პანდემია და მეზობლების კონფლიქტი საქართველოსაც აზარალებს
პანდემია და მეზობლების კონფლიქტი საქართველოსაც აზარალებს

კორონავირუსი და ყარაბაღის კონფლიქტი ყველაზე მეტად კონფლიქტის მონაწილე ქვეყნების, აზერბაიჯანისა და სომხეთის, ეკონომიკებს აზარალებს, თუმცა ის  საქართველოს ეკონომიკაზეც ნეგატიურად მოქმედებს.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ნოემბრის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის მესამე კვარტალში საგარეო მოთხოვნამ შემცირება განაგრძო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებისა და დაავადების სწრაფი გავრცელების ფონზე, ქვეყანათა უმრავლესობის მიერ შემოღებული შეზღუდვები გახანგრძლივდა, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა როგორც ამ ქვეყნების შიდა ეკონომიკურ აქტივობებსა და ეკონომიკური ზრდების პოტენციალზე, ისე საერთაშორისო ვაჭრობასა და ტურიზმზე.  ამგვარი ვითარების გამო, საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობა შენელდა, რასაც სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შემოდგომაზე დაწყებული სამხედრო დაპირისპირებაც დაემატა. 

ყოველივე ეს საქართველოდან საქონლისა და მომსახურების, ძირითადად ტურიზმის, ექსპორტის მოთხოვნაზე უარყოფითად აისახა. 

საქონლის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებში. 2020 წლის მესამე კვარტალში სომხეთში ექსპორტის კლებას ყველაზე დიდი წვლილი (წლიურად -6.9 პროცენტული პუნქტი) ჰქონდა და გამოწვეული იყო უმეტესად მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე, ასევე სპეციალური დანიშნულების მანქანა-მოწყობილობებსა და სპირტიან სასმელებზე მოთხოვნის შესუსტებით, ხოლო აზერბაიჯანში ექსპორტის შემცირება მსუბუქი ავტომობილების, ბულდოზერებისა და სიგარეტები-სიგარილების მკვეთრი კლებით იყო გამოწვეული. 

ცნობისთვის, აზერბაიჯანი-სომხეთის საომარი დაპირისპირება მთიან ყარაბაღში გრძელდება. კონფლიქტოლოგების, ეკონომისტებისა და ფინანსისტების პოზიცია აზერბაიჯანი-სომხეთის საომარი ვითარებისადმი ერთგვაროვანია. მათი თქმით, ორი ქვეყნის ომი დიდ დარტმას მიაყენებს რეგიონის ეკონომიკას. რამდენად მაღალი იქნება ამ კონფლიქტის ეკონომიკური ფასი, პირდაპირაა დამოკიდებული მის განგრძობადობასთან, დროსა და მასშტაბთან.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ვითარება მთიან ყარაბაღში და კონფლიქტის ზონის მიმდებარედ ამ დრომდე დაძაბულია. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი ზაფხულშიც 12 ივლისსაც გააქტიურდა და, დაახლოებით, 10 დღე გაგრძელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system