თავში

პანდემიამ ტურიზმიდან შემოსავალი საქართველოს 82%-ით შეუმცირა

პანდემიამ ტურიზმიდან შემოსავალი საქართველოს 82%-ით შეუმცირა
პანდემიამ ტურიზმიდან შემოსავალი საქართველოს 82%-ით შეუმცირა

2020 წლის 11 თვის განმავლობაში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი საქართველოს 82%-ით შეუმცირა. დროის ამ მონაკვეთში საერთაშორისო ტურისტებმა საქართველოში მხოლოდ  $527 მილიონი დოლარი დახარჯეს. ამ თანხის უმეტესობა, $427 მილიონი დახარჯულია საქართველოში ლოქდაუნის გამოცხადებამდე. საავიაციო მიმოსვლის დახურვის შემდეგ, საქართველომ ტურიზმიდან მხოლოდ $100 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

პანდემიამ ტურიზმი საქართველოში 2020 წელს 81%-ით შეამცირა. 2020 წლის ტურიზმის შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ წლიურად 7,608,656-ით, ანუ 81%-ით იკლო და 1,749,308 შეადგინა. ამ მონაცემით ქვეყანა 2010 წლის დონეზე დაბრუნდა, ანუ საქართველომ გასულ წელს დაახლოებით იმდენი ვიზიტორი მიიღო, რამდენიც 2010 წელს.

10 ქვეყნის სია, საიდანაც საქართველოში 2020 წელს ყველაზე მეტი ვიზიტები განხორციოელდა ასე გამოიყურება:

1 თურქეთი - 335 949 ვიზიტორი, კლება წინა წელან -71,0% ;
2 აზერბაიჯანი - 295 175 ვიზიტორი, კლება წინა წელან -80,7% ;
3 სომხეთი - 261 295 ვიზიტორი, კლება წინა წელან -80,9% ;
4 რუსეთი - 209 169 ვიზიტორი, კლება წინა წელან -85,8% ;
5 საქართველო (არარეზიდენტი) - 140 848 ვიზიტორი, კლება წინა წელან -71,2% ;
6 უკრაინა - 42 428 ვიზიტორი, კლება წინა წელან -79,6% ;
7 ისრაელი - 25 791 ვიზიტორი, კლება წინა წელან -87,4% ;
8 ირანი - 17 053 ვიზიტორი, კლება წინა წელან -88,0% ;
9 უზბეკეთი - 14 470 ვიზიტორი, კლება წინა წელან -13,8% ;
10 ბელარუსი - 14 340 ვიზიტორი, კლება წინა წელან -78,3% ;

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system