თავში

პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე წელს 540 მილიონი ლარი დაიხარჯა

პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე წელს 540 მილიონი ლარი დაიხარჯა
პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე წელს 540 მილიონი ლარი დაიხარჯა

პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე წელს გაწეული ხარჯი ბიუჯეტიდან 540 მილიონი ლარია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში 2021 წლის 3 თვის ბიუჯეტის განხილვის დროს განაცხადა. მისი თქმით, შემოსავლებისა და ბიუჯეტის შესრულება დაგეგმილის მიხედვით მიმდინარეობს. 

"შემოსავლები 100 პროცენტითაა შესრულებული, ხარჯვით ნაწილში, დაახლოებთ, 92%-იანი ათვისების მაჩვენებელი გვაქვს. მიუხედავად იმ შეზღუდვებისა, რაც პირველ ორ თვეში ქვეყანაში არსებობდა, ათვისების მაჩვენებელი მაინც არაა დაბალი და ვფიქრობ, რომ წელს, რაც დაგეგმილი გვაქვს ბიუჯეტი, მის შესრულებას არანაირი შეფერხება არ ექნება. ამავდროულად, კიდევ ერთხელ გამოვყოფ იმ ღონისძიებებს, რომლებიც პანდემიის საპასუხოდ ბიუჯეტშია დაგეგმილი. პირველ კვარტალში, ჯამში, ათვისებულია 540 მილიონი ლარი. ეს ეხება, როგორც ჯანმრთელობის ხარჯებს, რომელიც დაახლოებით, 170 მილიონი ლარია, ასევე, მოსახლეობის სოციალური დახმარებების და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით გაწეულ ხარჯებს,“ - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 18.38 მილიარდი ლარია, ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა კი 20.72 მილიარდ ლარს შეადგენს. ბიუჯეტი ეკონომიკის 4,3%-იან ზრდაზეა დაგეგმილი.

2021 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშით, საქართველოს ხაზინაში 527.7 მლრდ ლარის დეფიციტია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში შემოსავლების სახით, 3,010 მლრდ ლარი შევიდა, ხოლო ამავე პერიოდში ხარჯებმა 3,102 მლრდ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ დეფიციტშია ბიუჯეტის საოპერაციო სალდოც. ეს ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად ხდება. ბიუჯეტის დეფიციტის ეს მაჩვენებელი რეკორდულია ბოლო 10 წლის განმავლობაში.

ბიუჯეტი შეიძლება დაკორექტირდეს. მასში, სავარაუდოდ, აისახება 1500 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივი გათავისუფლება. ეს შეღავათი ბიზნესისთვის ბოლო 12 თვის განმავლობაში მოქმედებდა და ის მიმდინარე თვეში იწურება. ფინანსთა მინისტრის თქმით, მაისის ბოლოს მთავრობა იმსჯელებს, გაგრძელდება თუ არა წლის ბოლომდე ეს შეღავათი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system