თავში

პოსტპანდემიურ პერიოდში გამაჯანსაღებელი ტურიზმის ზრდას ელოდებიან

პოსტპანდემიურ პერიოდში გამაჯანსაღებელი ტურიზმის ზრდას ელოდებიან
პოსტპანდემიურ პერიოდში გამაჯანსაღებელი ტურიზმის ზრდას ელოდებიან

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის შოთა გულბანი ფიქრობს, რომ ტურიზმის სექტორისთვის (და არა მარტო) დღევანდელი კრიზისი პოსტ პანდემიურ პერიოდში ძალიან პოზიტიურად შეიძლება "ითარგმნოს."

ექსპერტი იშველიებს საერთაშორისო ეპიდემიოლოგების დასკვნას იმაზე, რომ მათ ვინც კორონავირუსი გადაიტანა, სუფთა ჰაერზე დასვენება რეაბლიტაციის აუცილებელი კომპონენტი გახდება. ამიტომაც გულბანი დარწმუნებულია, რომ გამაჯანსაღებელი კურორტების მიმართ მოთხოვნა 2021 წლის დასაწყისიდანვე მნიშვნელოვნად გაიზრდება.

"ცნობილია, რომ კორონა მოხდილი ადამიანის რეაბილიტაციის პროცესში ძალიან დიდ მნიშნელობას შეიძენენ გამაჯანსაღებელი კურორტები, რაც საქართველოში მრავლადაა. ბაკურიანი, შოვი, ბახმარო, აბასთუმანი, საირმე, წყალტუბო, გინდა ბორჯომი აიღე, გინდა სვანეთი მთლიანად, რაჭაში რა ცუდი ჰაერია? მოკლედ უამრავი კურორტია ჩვენს დალოცვილ ქვეყანაში, რასაც გამოვიყენებთ აუცილებლად ტურიზმის სექტორის აღსადგენად, რაც დიდ როლს ითამაშებს ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესში. სერიოზული მოლოდინია, რომ პანდემიის ძირითდი ტალღის გადავლისა და საზღვრების გახსნის შემდეგ ჩვენი კურორტები ტურისტების ნაკადს ვერ აუვლენ. შესაბამისად ეს პერიოდი უნდა გამოიყენოს საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად, რომ აღნიშნულ კურორტებზე შესაბამისი მინიმალური ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს და დამატებით სასტუმრო ინდუსტრია განვითარდეს," - ამბობს შოთა გულბანი და დასძენს, რომ პროგრამამ "აწარმოე საქართველოში" საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმროების სესხის თანადაფინანსების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო და კარგი შანსია ამ ინდუსტრიით დაინტერესებული ბიზნესმენებისთვის.

ტურინდუსტრიის წარმომადგენლები ზამთრის კურორტებზე საბაგიროების ჩართვას მოითხოვენ. ხელმოწერების შესაგროველბალდ ამ მოთხოვნით ვრცელდება პეტიცია

ზამთრის კურორტებმა წელს შეზღუდვების გამკაცრებით, მინიმუმ, 16 მილიონი ლარი იზარალეს. საქმე ისაა, რომ 2020-წლის 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე დაწესებული შეზღუდვების წესით, გაჩერებულია ყველა საბაგირო (როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის) მოძრაობა საქართველოს ოთხივე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) სამთო-სათხილამურო კურორტზე.

ზამთრის კურორტების გახსნას თებერვლიდან ვარაუდობენ.

სპეციალისტების ნაწილი ხელისუფლებას ზამთრის კურორტების გახსნას ეპიდვითარების პრევენციის მიზეზის გარდა სწორედ ზარალის მინიმალიზების მიზნითაც არ ურჩევს. ტურიზმის სფეროს სპეციალისტმა ნიკა კვარაცხელია ამბობს, რომ ზამთრის ტურზმი მოითხოვს ძალიან დიდ ხარჯს, ხოლო მომსახურების გაქტიურება ეპიდემიური სიტუაციის გამო ნაკლებად სავარაუდოა, რის გამოც დარგმა, შეიძლება, ზარალი განიცადოს.

"ზაფხულში სეზონის გახსნამაც დაგვანახა, შეცდომა დავუშვით და იგივე არ უნდა განმეორდეს, მით უმეტეს, როცა ცუდი გამოცდილება მივიღეთ," - ამბობს ექსპერტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system