თავში

პრემიერი გრძელვადიან ეკონომიკურ კრიზისს აანონსებს

პრემიერი გრძელვადიან ეკონომიკურ კრიზისს აანონსებს
პრემიერი გრძელვადიან ეკონომიკურ კრიზისს აანონსებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა საერთაშორისო კვლევებით ეკონომიკური კრიზისი საკმაოდ გრძელვადიანი იქნება.

„როგორც ნათელია და როგორც ჩანს, ყველა საერთაშორისო კვლევებით, ეკონომიკური კრიზისი იქნება საკმაოდ გრძელვადიანი. ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას ჩვენს მოქალაქეებზე და ვიქნებით მათ გვერდით. ძირითადი პრინციპი იქნება გადანაწილება ქვეყნის შეზღუდული ეკონომიკური რესურსების გორივრული და რა თქმა უნდა, სამართლიანი გადანაწილება, როგორც აქამდე ვაკეთებდით“, - განაცხადა გახარიამ.

როგორც პრემიერიმა გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ეკონომიკური კრიზისის პირობებში მთავრობის ძირითადი პრინციპი რესურსების გონივრული და სამართლიანი გადანაწილება იქნება.

შეგახსენებთ, მთავრობა მოქალაქეების დახმარების მესამე ეტაპს იწყებს. ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპი, რომელიც თვითდასაქმებულების დახმარებას ითვალისწინებდა, დაიხურა.

ერთადერთი, რაც სოციალურ-ეკონომიკური დახმარების მესამე ეტაპის შესახებაა ცნობილი, არის ის, რომ მთავრობა კომუნალურ გადასახადებს მოსახლეობას ზამთარშიც გადაუხდის. ასევე 17 წლამდე საქართველოს ყველა მოქალაქე დახმარებას მიიღებს. ყველა სტუდენტს, რომელსაც სოციალური ქულა 150 ათასამდე აქვს, სახელმწიფო ერთი სემესტრის, 2020-2021 სასწავლო წელს აუნაზღაურებს. ყველა თვითდასაქმებული, ვინც მთავრობას 300-ლარიანი დახმარებისთვის მიმართა, მათ შორის ისინი, ვინც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და დახარვეზდა, 300-ლარიან დახმარებას მიიღებს. სხვა დეტალი, კიდევ დახმარების რა პაკეტს შესთავაზებს მთავრობა მოქალაქეებს, ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

მთავრობის სოციალური დახმარების ახალი პაკეტის ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია. ახალი სოციალური დახმარებები ნაწილობრივ სტოპკოვ ფონდში მობილიზებული თანხიდან ფინანსდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system