თავში

პრემიერის საინვესტიციო მრჩეველთან ზურაბ ჯაფარიძეს კითხვები აქვს

პრემიერის საინვესტიციო მრჩეველთან ზურაბ ჯაფარიძეს კითხვები აქვს
პრემიერის საინვესტიციო მრჩეველთან ზურაბ ჯაფარიძეს კითხვები აქვს

პრემისერის საინვესტიციო მრცეველთან ზურაბ ჯაფარიძეს კითხვები აქვს, რომელსაც ის სოციალურ ქსელში აჟღერებს.  ჯაფარიძე შენიშნავს, რომ 1 კვირაა, რაც ჰუდაკი მრჩევლად დინიშნა, თუმცა მისგან ჯერ მხოლო ის გავიგეთ, რომ ახლა საქართველოსთვის შესაძლებლობების პერიოდია. ჯაფარიძე ამბობს, რომ საქართველო არაა დიდი, არც მისი ეკონომიკაა ისეთი კომლექსური, რომ 2-3 საათში ვერ მიხვდეს ეკონომიკურ საკითხებში გათვითცნობიერებული ადამიანი, რა არის გასაკეთებელი, თუ ამის გულწრფელი სურვილი აქვს. ჯაფარიძე კითხვებთან ერთად, მიმოიხილავს იმ პრობლემებს, რაც, მისი შეფასებით, დღეს საქართველოს ეკონომიკაშია. 

"მართლა მაინტერესებს, რა უნდა ურჩიოთ? რა ინვესტიცია უნდა მოიზიდო ამ ქვეყანაში? ვინ ჩადებს აქ ფულს, თან სერიოზულ ფულს როცა ამ ქვეყანაში არსებული აქტივების 80%-ზე მეტი სახელმწიფოს ხელშია, მიწა, ტყე, წიაღისეული და მთავრობა არც აპირებს ამ აქტივების მოქალაქეებისთვის დაბრუნებას, რომელთა წინაპრებსაც ბოლშევიკებმა წაართვეს ეს ყველაფერი, რადგან, მერე ფული როგორ აკეთონ? აქ  უცხოელებს კონსტიტუციით აუკრძალეს მიწის ყიდვა, რადგან კულტურის ამჟამინდელ მინისტრს სჯერა, რომ მალე დედამიწაზე საკმარისი საკვები აღარ იქნება და მხოლოდ ის ქვეყნები გადარჩებიან, რომელთაც ექნებათ სასოფლო-სამეურნეო სტაუსის მქონე მიწები. აქ უცხოელებს, რომლებსაც ამ ქვეყანაში უნდაც ფულის დახარჯვა, ან ცხოვრება და საქმის კეთება, საზღვრიდან აბრუნებენ მხოლოდ იმის გამო, რომ მათი კანის ფერი და/ან ეთნიკური წარმომავლობა არ მოსწონთ. აქ 4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა გაჩერებული მხოლოდ ჰიდროენერგეტიკაში იმიტომ, რომ ვიღაცას ინვესტორის წარმომავლობა არ მოსწონს, ვიღაცას წყლის დაგუბების ეშინია და ვიღაცას უბრალოდ არ უნდა რომ რუსეთს ჩავეხსნათ, რადგან რუსეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე მილიონებს შოულობს, ან უბრალოდ ასეთი ინსტრუქცია აქვს კრემლიდან. აქ ასობით ათასი ადამიანია ფორმალურად საჯარო თუ ნახევრად საჯარო სექტორში გაფორმებული და არაფრის კეთებაში იღებს ისედაც გაჭირვებული მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახდებიდან ხელფასს, მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებზე ოჯახის წევრები და ნათესავები ატაროს და სახელისუფლებო პარტია ახაზინოს. აქ ბოლო 9 წელია გადასახადები მხოლოდ იზრდება და რეგულაციები მხოლოდ მკაცრდება, რადგან ხელისუფლებაში მყოფთ სჯერათ, რომ თუ ფურცელზე გადმოვაკოპირებთ კანონებს, რომლებიც დასავლეთ ევროპულ ქვეყნებშია, ჩვენც ეგეთი ქვეყანა გავხდებით. აქ არ არსებობს სასამართლო, სადაც შეიძლება სამართალი იპოვო, თუ შენი გამართლება პოლიტიკურად წამგებანი იქნება ხელისუფებაში მყოფი პოლიტიკური გუნდისთვის. აქ თუ დიდი ფულის ჩადება გინდა, ერთ ადამიანთან, ბიძინა ივანიშვილთან, უნდა "დაალაგო", მოილაპარაკო და არაფორალურ ურთიერთობებში შეხვიდე, რადგან ასეთ საკითხებზე სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირი არ არსებობს ქვეყანაში. აქ ყველა ფორმალურ მმართველობის ინსტიტუტს ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა აქვს, რადგან ხელისუფლებაში ფაქტობრივად მყოფი პოლიტიკური ძალის შემქმნელი და დამფინანსებელი საჯარო განცხადებით პოლიტიკიდან წავიდა, არჩევნებზე სიის პირველი ნომერი და შემდგომში პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა და ახლა ოპოზიციურ პარტიას ქმნის, ხოლო ის ადამიანი, ვის მრჩევლადაც თქვენ ჩამოგიყვანეს, არც საარჩევნო სიაში ყოფილა, არც რაიმე დაპირება გაუცია და ყველამ ზუსტად იცის, რომ მისი ერთადერთი დამსახურება, რის გამოც მაგ თანამდებობაზეა, ისაა რომ ივანიშვილის უსიტყვო მორჩილია. აქ დე ფაქტო ხელისუფლებას გაცხადებული პოლიტიკა აქვს რომ რუსეთი არ უნდა გააღიზიანოს და, შესაბამისად, ნებისმიერი პროექტი, რომელიც მასშტაბურია თავისი ეკონომიკური მნიშვნელობით, წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის ინტერესებთან და, შესაბამისად, კრემლიდან ვეტოს ექვემდებარება, იქნება ეს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, თუ დიდი ზომის ჰიდროელექტროსადგური. აქ წლებია მილიარდებს ვხარჯავთ სოფლის მეურნეობაში მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პოლიტიკურად მომგებიანია, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი, რომელიც ამ სფეროშია დასაქმებული, ვერ ქმნის მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-საც კი. აქ დიდი ფულის ჩადება და დიდი ბიზნესის კეთება თუ გინდა, სხვადასხვა ფორმის ხარკი უნდა უხადო საქართველოს საპატრიარქოს, რუსული გრუ-ს რეზიდენტურას საქართველოში, თორემ გიპოვიან სადმე სამ ექვსიანს და იქამდე მოგიქსევენ ზომბირებულ მრევლს, სანამ თვითმფრინავის ტრაპიდან არ დაიქნევ ხელს. აქ ეს ყველაფერი და მილიონი სხვა რამ თუ გააპროტესტე, დაგაჯარიმებენ, დაგიჭერენ, იარაღს ან ნარკოტიკს ჩაგიდებენ, ბოტებს მოგისევენ და გაგაშავებენ, გცემენ და იქით დაგდებენ ბრალს თავდამსხმელის ცემაში, გარშემო ყველას დაგიშინებენ ან დააჯერებენ, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს და ა.შ. და ა.შ. ეს ხდება აქ .. ჰოდა, იგივე კითხვას გავიმეორებ: რა ინვესტიცია უნდა მოიზიდო ამ ქვეყანაში? ვინ გარისკავს აქ ფულის ჩადებას?რა უნდა ურჩიო პრემიერმინისტრს: რომ ეს ყველაფერი შეცვალოს? შეუძლია? ან რომც შეეძლოს, ვინ მისცა ამის უფლება?.. ჰოდა რის რჩევას აპირებთ? რამე ისეთია, რაც აქამდე კაცობრიობას არ მოუფიქრებია და ამიტომ საჯაროდ არ ითქმის? აქ ბევრი თქვენნაირი ექსპერტი გვინახავს ჩამოყვანილი, ზოგს პროკურატურა უნდა გაეხადა დამოუკიდებელი და ზოგს ჯანდაცვის სისტემა უნდა აეწყო, მსოფლიოში საუკეთესო ყველა ამ ექსპერტის ფუნქცია, ერთადერთი ფუნქცია, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდ,ა ამ ქვეყნის გაჭირვებული მოსახლეობისთვის მორიგი უსაფუძვლო იმედის მიცემა, - იქნებ ამან მაინც გვიშველოს, უცხოელია, გამოცდილია, იქნება ამან იცოდეს და გააკეთოს რამე, რაც ამ სიღატაკიდან ამოგვიყვანს. შემდეგ ამ ექსპერტებმა აიღეს ფული და გაქრნენ. ასეთ იმედებში ამ გაუბედერულმა ხალხმა უკვე არაერთხელ გადაიხადა ფული საკუთარი გადასახადებით. თქვენ რას აპირებთ? ეტყვით პრემიერს საჯაროდ რომ ასეთ ქვეყანაში ფულს არავინ ჩადებს? თუ დაწერთ სტანდარტულ რჩევებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტილში, აიღებთ ჩვენს ფულს და გააგრძელებთ სადმე ექსპერტულ მოღვაწეობას?" - ასეთი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმართავს ზურა (გირჩი) ჯაფარიძე ვაზილ ჰუდაკს. 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ჰუდაკის ამოცანაა საქართველოს ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება. იგი აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ, პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებზე. საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისთვის მას ურთიერთობა ექნება როგორც ევროკავშირთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე, საერთაშორისო სამეწარმეო-ეკონომიკურ სუბიექტებთან, საინვესტიციო ფონდებთან და ბანკებთან.

ჰუდაკის აზრით, საქართველო უნდა გახდეს ციფრული, თანამედროვე და მწვანე. ჰუდაკის განმარტებით, კოვიდპანდემიამ მსოფლიო ეკონომიკაში რთული ვითარება შექმნა, თუმცა, ეს რთული დრო საქართველოსთვის არის შესაძლებლობების პერიოდიც.

ცნობისთვის, ვაზილ ჰუდაკი პრემიერის საინვესტიციო მრჩეველი (FDI-მრჩეველი) დღეს გახდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ამ პოსტზე ის დღეს წარადგინა. ვინ არის და რა გამოცდილება აქვს ღარიბაშვილის ახლადდანიშნულ საინვესტიციო მრჩეველს, ნახეთ აქ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში მრჩეველი (FDI-მრჩეველი) აქამდე არ ჰყოლია.რატომ დასჭირდა ღარიბაშვილს საინვესტიციო მრჩეველი, გაიგეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system