თავში

ყარაბაღის ომის პარალელურად ფულადი გზავნილები სომხეთიდან მცირდება

ყარაბაღის ომის პარალელურად ფულადი გზავნილები სომხეთიდან მცირდება
ყარაბაღის ომის პარალელურად ფულადი გზავნილები სომხეთიდან მცირდება

სომხეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა, ხოლო აზერბაიჯანიდან გადმორიცხული ფულადი ნაკადები ზრდას განაგრძობს.

მიმდინარე წლის სექტემბერში აზერბაიჯანიდან საქართველოში 7.43 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. აზერბაიჯანიდან გადმორიცხული თანხა მთლიანი გზავნილების 3.85%-ია. წლიურ ჭრილში მაჩვენებლი გაზრდილია 270.79%-ით.

რაც შეეხება სომხეთს, მიმდინარე წლის სექტემბერში, მეზობელი სომხეთიდან საქართველოში გადმოირიცხა 1.22 მლნ აშშ დოლარი. ის მთლიანი ფულადი გზავნილის 0.63%-ს უტოლდება. მონაცემი წლიურ ჭრილში 1.94%-ითაა შემცირებული.

ცნობისთვის, აზერბაიჯანი-სომხეთის საომარი დაპირისპირება მთიან ყარაბაღში გრძელდება. კონფლიქტოლოგების, ეკონომისტებისა და ფინანსისტების პოზიცია აზერბაიჯანი-სომხეთის საომარი ვითარებისადმი ერთგვაროვანია. მათი თქმით, ორი ქვეყნის ომი დიდ დარტმას მიაყენებს რეგიონის ეკონომიკას. რამდენად მაღალი იქნება ამ კონფლიქტის ეკონომიკური ფასი, პირდაპირაა დამოკიდებული მის განგრძობადობასთან, დროსა და მასშტაბთან.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ვითარება მთიან ყარაბაღში და კონფლიქტის ზონის მიმდებარედ ამ დრომდე დაძაბულია. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი ზაფხულშიც 12 ივლისსაც გააქტიურდა და, დაახლოებით, 10 დღე გაგრძელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system