თავში

რა ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს თბილისი-საგარეჯოს გზას

რა ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს თბილისი-საგარეჯოს გზას
რა ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს თბილისი-საგარეჯოს გზას

ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა კახეთის მიმართულებით გაგრძელდება. 2021 წელს დასრულდება გურჯაანის შემოვლითი გზის 15 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა და დაიწყება ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ავტობანი. ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა გაანცხადა.

„2024 წლისთვის, ქვეყანაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% იქნება სრულად მოწესრიგებული, რაც სრულად შეცვლის დინამიკას ჩვენს ქვეყანაში. ახალი ჩქაროსნული მაგისტრალები და განახლებული შიდა გზები დაგვაახლოებს ევროკავშირთან და ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან, შექმნის მეტ შესაძლებობებს რეგიონებში ტურისტების მოსაზიდად, გაადვილებს რეგიონებში წარმოების და სხვა ეკონომიკური საქმიანობის დაწყებას და მოიტანს მეტ დასაქმებას, მეტ სარგებელს რეგიონებში მცხოვრებ თითოეულ ოჯახში“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

თბილისი-საგარეჯოს საავტომობილო გზის მშენებლობაზე ტენდერი მომავალ წელს გამოცხადდება.  ცნობისთვის ეს პროექტი აზერბაიჯანული მედიის ყურადღების ქვეშაცაა. გზის კეთილმოწყობა ორივე ქვეყნის ინტერესშია, რადგან აზერბაიჯანი-საქართველოს სატრანზიტო დერეფანს გახდის სრულყოფილს. ეს გზა საერთაშორისო-სატრანზიტო მნიშვნელობისაა, რადგან, თბილისი-კახეთის მთავარი მაგისტრალის ფუნქციის გარდა, ის ასრულებს სატრანზიტო დერეფანის ფუნქციას საქართველო-აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონს შორის.

პროექტი ითვალისწინებს არა ძველი გზის, არამედ მთლიანად ახალი მაგისტრალის აღდგენას. თბილისი-საგარეჯოს 35 კილომეტრიანი გზის მშენებლობის პროექტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც გათვალისწინებულია. პროექტის თანახმად, თბილისი-საგარეჯოს გზას ოთხი ზოლი ექნება. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის პროექტირებაზე, რომელიც მსოფლიო ბანკმა დააფინანსა, ავსტრიელი და ამერიკული მაღალკვალიფიციური კომპანიები მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, ტენდერი თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობაზე მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში უნდა გამოცხადებულიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system