თავში

რა ელის უახლოეს პერიოდში ლარს

რა ელის უახლოეს პერიოდში ლარს
რა ელის უახლოეს პერიოდში ლარს

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ, 2021 წლის პირველი ნახევარი, ლარისთვის იქნება მძიმე. როგორც პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი report.ge-თან აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა დიდწილად გაიხსნა, თვეობით გაგრზელებულმა შეზღუდვებმა ბიზნესის სტაბილურობა შეარყია, ეკონომიკას უჭირს და ამ ფაქტორების გავლენა ლარის კურსზე საკმაოდ მძიმეა.

,,საკმაოდ რთული პროგნოზია ლართან დაკავშირებით, გამყარებას არ ველით, ხოლო დაახლოებით რა მაჩვენებლით შეიძლება გაუფასურდეს, ამის წინასწარ ვარაუდი შეუძლებელია. იმისთვის, რომ ვივარაუდოთ ტენდენცია მაინც, თუ რა მოხდება 2021 წლის პირველ ნახევარში ლარის კურსთან დაკავშირებით, უნდა ვიცოდეთ 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში რა პროცესებს ჰქონდა ადგილი. გვახსოვს, რომ კურსი გამყარებული იყო ძირითადად იმ დახმარებებით, რომელიც საერთაშორისო ფინანსურმა ორგანიზაციებმა გამოყვეს და  ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციებისთვის გამოიყენა. წელს ამის ბევრად ნაკლები რესურსია, რადგან იმ ოდენობის დახმარებასმ, რაც წინა წელს მივიღეთ, არავინ მოგვცემს და არც არის სახარბიელო ვალდებულებების ასეთი მასშტაბური ზრდა, ისედაც მძიმე საგარეო ვალია. მოსალოდნელია, რომ ინტერვენციები შესუსტდება და ლარის მცირეოდენი რყევა მაინც დაიწყება, ცხადია, ეს პროცესი გაგრძელდება. ჩემის აზრით, ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება", - აცხადებს თოქმაზიშვილი.

ფაქტობრივად, ინტერვენციები ერთადერთი საიმედო საშუალებაა, რამაც ლარი ზედმეტი გაუფასურებისგან უნდა იხსნას.  საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა ფიქრობს, რომ ამის გარეშე ლარიდღეს გაცილებით მარალი მაჩვენებლით გაუფასურდებოდა.

,,ჩვენ გაცილებით რთულად გვექნებოდა საქმე, რომ ინტერვენციები შესუსტებულიყო. გასულ წელს ამ ღონისძიებას სებ-ი აქტიურად მიმართავდა, წელს, ჯერჯერობით ნაკლებად და ეს აისახება კიდეც კურსზე. სავარაუდოდ, ზომების მირება კიდევ მოუწევს, რათა გაცვლითი კურსი შედარებით სტაბილურ დონეზე შენარჩუნდეს. ამიტომ თქმა, რომ ინტერვენციებს შედეგი არ აქვს, ასე ნამდვილად არ არის. დღეს ლარის გარშმო ისეთი მოცემულობაა, რომ გამყარება ფაქტობრივად წარმოუდგენელია, არც უნდა გვქონდეს ეს მოლოდინი, გამორიცხულია. ეკონომიკაში თითქმის ყველა მიმართულებით პრობლემაა, რისი ზემოქმედებაც ლარზე უაღრესად ნეგატიურია. ასეთ სიტუაციაში სებ-ს მუდმივად უნდა ჰქონდეს მიმართული ყურადღება კურსზე ინტერვენციებით თუ სხვა ზემოქმედებით", - აცხადებს report.ge-თან ლია ელიავა.

ლარი კურსი გაუფასურებისკენ მიმართულ გეზს არ ცვლის. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში, ამ დროისთვის 1 აშშ დოლარი 3.3400 ლარი ღირს.

რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, აქ დოლარის შეძენა 3.35 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო ბანკებში ეს მაჩვენებელი 3.3550 ლარია.

შეგახსენებთ: ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, გუშინ 1 ამერიკული დოლარი 3.3413 ლარი ღირდა. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3299 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.007 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.9508 ლარად არის შესაძლებელი.  ლარის კურსი ევროსთან გუშინ, 24 მარტს, 0.0113 პუნქტით გამყარდა.

შეგახსენებთ, საბანკო სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ ლარს ჯერჯერობით ვერც ინტერვენციები შველის.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რატომ არ ენდობიან ლარს ან როგორ ცდილობს მთავრობა ლარის კურსის დასტაბილურებას, იკითხეთ report.ge. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system