თავში

რა გაკეთდა ირიგაციაში 2020 წელს

რა გაკეთდა ირიგაციაში 2020 წელს
რა გაკეთდა ირიგაციაში 2020 წელს

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფონდის გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. 2012 წლიდან, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხები დაიხარჯა და შედეგად 201 ათასი ჰექტარი ფართობია მელიორირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე დაუბრუნდა მიწას," - ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველთვიური გამოცემის „ჩვენი სოფლის“ დეკემბრის ნომერში. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, სამელიორაციო სამუშაოები ზამთრის პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა სარწყავ სეზონს ინფრასტრუქტურა მომზადებული დახვდეს. 

უწყების ინფორმაციით, 2012 წლისთვის, საქართველოში გასარწყავიანებული ფართობი, დაახლოებით, 45 ათას ჰექტარამდე, ხოლო დრენირებული 14 ათასი ჰექტარი იყო, უკანასკნელ წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად აღმოსავლეთ საქართველოში გასარწყავიანებული ფართობების რაოდენობა გასამმაგდა, რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დაახლოებით სამჯერ გაიზარდა დრენირებული ფართობების რიცხვიც. 

"სარეაბილიტაციო პროგრამით საქართველოს მელიორაციამ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 36 სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა. რეაბილიტაციის ფარგლებში გაიწმინდა/მოწესრიგდა 97 კმ საირიგაციო და 76 კმ სადრენაჟე არხი, აშენდა 2 სათავე ნაგებობა, ხოლო ექსპლუატაციის პროგრამით გაიწმინდა და მოწესრიგდა 1 995 კმ არხი და შეკეთდა 3 495 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა. 2020 წელს სარწყავი წყალი მიეწოდა ისეთ სოფლებს, სადაც 2-3 ათეული წლის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ მორწყულა," - განმარტავენ   გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მხოლოდ 2020 წელს 11 ათასი ჰექტარი მიწა გასარწყავდა, თუმცა სამელიორაციო სისტემის ქსელის გაფართოების და რეაბილიტაციის მიუხედავად, ირიგაცია და დრენაჟი მაინც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ დაბრკოლებლად სწორედ ირიგაცია სახელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system