თავში

რა გეგმები აქვს ღარიბაშვილის მთავრობას აგროწარმოების ზრდისთვის

რა გეგმები აქვს ღარიბაშვილის მთავრობას აგროწარმოების ზრდისთვის
რა გეგმები აქვს ღარიბაშვილის მთავრობას აგროწარმოების ზრდისთვის

„2014 წელს გამოსვლაში ვთქვი, რომ არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი-მეთქი, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მოქალაქეებს დოვლათის შექმნაში. გამოთქმამ - "მიწა ჩვენი სიმდიდრეა", რეალური შინაარსი უნდა შეიძინოს," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა. 

პრემიერმინისტრობის კანდიდატის განმარტებით, სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატ ლევან დავითაშვილს აქვს კარგად ჩამოყალიბებული ხედვა სოფლის მეურნეობის მიმართულებით და მას სრული მხარდაჭერა ექნება. მისივე განმარტებით, საქართველო რეგიონების ერთობლიობაა და მათი განვითარება ჩვენს სრულ განვითარებას ნიშნავს.
"ჯერ კიდევ 6 წლის წინ ეკონომიკის სამინისტრომ ჩემი დავალებით დაამუშავა ყველა რეგიონის განვითარების პოტენციალი. ამას სჭირდება მიბრუნება და ყველა რეგიონის პოტენციალის ათვისება საჭიროა, კერძო სექტორთან ერთად, მოქალაქეების ჩართულობით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ექსპერტების ნაწილი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამას იწუნებს. მიხეილ ჯიბუტის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში 19.02.2021 წ. ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი სამთავრობო პროგრამა იდენტურია და არც ერთი სიტყვით და არც ერთი პუნქტუაციის ნიშნითაც კი, არ განსხვავდება 18.12.2020წ. გიორგი გახარიას მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი სამთავრობო პროგრამისაგან, რაც კატასტროფაა.

ეკონომისტების ნაწილისთვს კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მკაცრი რიტორიკა და "წესრიგის აღდგენის" დაპირება სტაბილურობის განცდას ამკვიდრებს ქვეყანაში, რაც ბიზნესს და ეკონომიკას სასიცოცხლოს ესაჭიუროება.

დღეს პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დაამტკიცებს. ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ახალი სახე იქნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს, თავდაცვის უწყებას კი ჯუანშერ ბურჭულაძე ჩაიბარებს. დღესვე პარლამენტში დღეს განიხილავენ 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2024 წელს ქვეყანა ევროკავშირის და ნატოს სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს, დოკუმენტში ასევე გამახვილებულია ყურადღება ოკუპაციაზე, ეკონომიკურ გამოწვევებზე, კოვიდპანდემიასა და ადამიანის უფლებებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system