თავში

რას ყიდის და ყიდულობს ისრაელში საქართველო

რას ყიდის და ყიდულობს ისრაელში საქართველო
რას ყიდის და ყიდულობს ისრაელში საქართველო

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველო-ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვა 18.7%-ით გაიზარდა და 33 მლნ დოლარს გაუტოლდა. ისრაელთან საქართველოს დადებითი სავაჭრო სალდო აქვს, ანუ  ექსპორტი ჭარბობს იმპორტს. შარშან წლიურ ჭრილში ისრაელიდან საქართველოში იმპორტი 13.2%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 48.7%-ით გაიზარდა.

TOP-5 საექსპორტო პროდუქტი, რომელიც შარშან ისრაელში გაიყიდა
1. საფრენი აპარატების ნაწილები - 8.4 მლნ დოლარი;
2. სპირტიანი სასმელები, ეთილის სპირტი არადენატურირებული - 1.8 მლნ დოლარი;
3. რადიოსატელეფონო, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის გადამცემი აპარატურა - 1.3 მლნ დოლარი;
4. ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - 1.2 მლნ დოლარი;
5. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატებით - 1.1 მლნ დოლარი;

შარშან ისრაელში საქართველოდან გაიყიდა 1,0 მლნ დოლარის ღირებულების ლუდი, 989.6 ათასი დოლარის შემოსავალი კი მიღებულია მინერალური და მტკნარი წყლების ისრაელში ექსპორტრით, 744 ათასი დოლარს გაუტოლდა შარშან ისრაელში გაყიდული ღვინის ექსპორტის ღირებულება, ხოლო მცენარეული წვენები და ექსტრაქტების ქართული ექსპორტი ისრაელში გაუტოლდა 552 ათასი დოლარს.

ისრაელიდან საქართველოში შემოსული TOP-5 საიმპორტო პროდუქტი:
1. სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 1.0 მლნ დოლარი;
2. ავეჯი სხვა და მისი ნაწილები - 730.7 ათასი დოლარი;
3. ფილები, ფურცლები, ფირები, კილიტა და ზოლი პოლიმერული მასალებისაგან - 678.4 ათასი დოლარი;
4. საშუალებები თმებისათვის - 619.4 ათასი დოლარი;
5. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის - 582.3 ათასი დოლარი;

შარშან საქართველოში ისრაელიდან შემოვიდა 476.7 ათასი დოლარის მსუბუქი ავტომობილი, ხოლო 444.7 ათასი დოლარი გადაიხადა ქვეყანამ ისრაელიდან ალუმინის სხვა ნაწარმის იმპორტში. ამ ქვეყნიდან კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებების შარშანდელი იმპორტი საქართველოს 346.7 ათასი დოლარი დაუჯდა. ქვის ან სხვა მინერალური ნივთიერებების ნაწარმის შარშანდელი იმპორტი ისრაელიდან საქართველოში ფულად გამოსახულებაში გაუტოლდა 306.1 ათასი დოლარს.

ცნობისთვის, 2021 წლის პირველ კვარტალში, იანვარ-მარტში, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ისრაელთან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა და ჯამში 7.2 მლნ დოლარს უტოლდება. აქედან ექსპორტი - 4.6 მლნ დოლარია, ხოლო იმპორტი - 2.6 მლნ დოლარი.

რაც შეეხება, საქართველო-ისრაელის ეკონომიკურ ურთიერთობებს, ქართველი ეკონომისტების შეფასებით, ისრაელში მიმდინარე საომარი მოქმედებები და დაძაბულობა საქართველო-ისრაელის ეკონომიკურ ურთიერთობებზე არ აისახება, თუმცა სპეციალისტები პროექტების გაჭიანურებას არ გამორიცხავენ. ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ისრაელი ძლიერი სახელმწიფოა და შეუძლია მიმდინარე პროცესებს ღირსეულად გაუმკლავდეს ისე, რომ შეინარჩუნოს ეკონომიკური სტაბილურობა. 

შეგახსენებთ, რომ იერუსალიმში დაპირისპირება პოლიციასა და პალესტინელებს შორის მეხუთე დღეა გრძელდება. არეულობა ისრაელის ხელისუფლების გეგმას უკავშირდება, რომელიც 70-ზე მეტი პალესტინელი ოჯახის გასახლებას აპირებს. ისრაელმა ღაზას სექტორზე სარაკეტო იერიში დღეს დილით განახორციელა. შეტევის შედეგად ცხრასართულიანი შენობა დაინგრა და 35 ადამიანი დაიღუპა. ისრაელმა ღაზას სექტორზე შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასმა“ თელ-ავივისა და ცენტრალური ისრაელის ქალაქების მიმართულებით ათასზე მეტი რაკეტა გაუშვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system