თავში

რატომაა საგანგაშო როცა ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აჭარბებს - PHOTO

ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აჭარბებს
რატომაა საგანგაშო როცა ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აჭარბებს - PHOTO

საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილის თანახმად, 2018 წელს საერთაშორისო ფულადმა გზავნილებმა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს თითქმის 200 მილიონით გადააჭარბა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2015-2018 წლებში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინება ქვეყანაში უფრო სტაბილური პროცესია, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება. 2015-2017 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარბებდა ქვეყანაში შემოსულ ფულადი გზავნილების ყოველწლიურ ოდენობას, თუმცა, 2018 წელს სურათი შეიცვალა.

ფაქტს უარყოფითად აფასებს ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი პაატა შეშელიძე.

„საქართველო არ არის ხელგაშლილი ინვესტორების მიმართ და ეს მთავრობის ნებართვის გარეშე იშვიათად ხდება. შეუძლებელია ჯანსაღ ქვეყანაში საერთაშორისო ფულადი გზავნილები იყოს უფრო დიდი შემოსავლის წყარო და უცხოური ვალუტის შემოდინების მექანიზმი, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიმ," - აღნიშნავს პაატა შეშელიძე და განმარტავს, რომ ფულადი გზავნილები უცხოურ ვალუტას აწოდებს ბაზარს, ინვესტიციების შემოდინებას თან ახლავს განათლებისა და დასაქმების ზრდა.

„საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილის“ თანახმად, ბოლო ოთხ წელში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 32%-ით გაიზარდა. ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოში კვლავ რუსეთიდან შემოდის. თუმცა, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა ოდნავ შემცირებულია. ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა ისრაელიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა. ასევე გაზრდილია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყნიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობაც.

ფულადი გზავნილებისა და ინვესტიციური ნაკადების მოცულობა იხილეთ ცხრილში:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system