თავში

რაზე ესაუბრა პრემიერს ბიზნესი

რაზე ესაუბრა პრემიერს ბიზნესი
რაზე ესაუბრა პრემიერს ბიზნესი

"საუბარი გვქონდა საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე," - ამის შესახებ „თი-ბი-სი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხად. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, განათლების სფეროს, ბიზნესისთვის აუცილებელ ცვლილებებს, სოფლის მეურნეობას და ამ ინდუსტრიის განვითარების საკითხებს.

„ვისაუბრეთ მოკლევადიან საკითხებზე, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტას, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, არის საკითხები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის გრძელვადიან გადაწყვეტილებებს მოითხოვს, მაგალითად, ვისაუბრეთ განათლების სფეროზე, იმ ბიუროკრატიაზე, რომელიც საელმწიფო სექტორში არსებობს და რა არის ბიზნესისთვის აუცილებელი ცვლილებები, რაც აუცილებლად ჩასატარებელია. ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობაზე, თუ რა არის საჭირო ამ ინდუსტრიის განვითარებისთვის. იყო საუბარი, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი შეხვედრა და იქნება მრავალჯერადი შეხვედრები“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ბიზნესი პრემიერთან 10-პუნქტიანი გეგმით მივიდა. 

შეხვედრაზე მთავრობამ და ბიზნესმა ლარის კურსის ბოლოდროინდელ გაუფასურებაზეც ისაუბრეს. გადაწყდა, რომ გაიმართება მორიგი შეხვედრა და ამ საკითხზე, ანუ, ლარის კურსზე სებ-ი, ბიზნნესი და მთავრობა იმსჯელებს.

გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელიც ეკონომიკურ საკითხებზე იმუშავებს. 

მთლიანობაში ბიზნესი პოზიტიურად აფასებს შეხვედრას და დასძენს, რომ ბიზნესისა და პრემიერის პოზიციები დაემთხვა, რის გამოც შეხვედრის მონაწილეები კმაყოფილები დარჩნენ.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მაკროეკონომიკური მიმართულებით მუშაობენ. ეს ბიზნესთან ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური შეხვედრაა პრემიერის რანგში. ბიზნესთან შეხვედრა პრემიერმა გუშინ დაანონსა და ერთგვარი პირობაც დადო, რომ მთავრობა იქნება ბიზნესზე ორიენტირებული, პრობიზნესური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system