თავში

რეგიონები ქართული წარმოების პირბადეებით მომარაგდა

რეგიონები ქართული წარმოების პირბადეებით მომარაგდა
რეგიონები ქართული წარმოების პირბადეებით მომარაგდა

საქართველოში დამზადებული პირბადეებით მომარაგებულია მარნეულის, ბოლნისის, ვანისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები, სადაც განსაკუთრებით რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

როგორც report.ge-ს ეკონომიკისს ამინისტროდან აცნობეს, ოთხივე მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს შეუძლიათ საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადის შეძენა 50 თეთრად.

უწყებაში განმარტავენ, რომ ქართული წარმოების, 12-შრიანი დოლბანდისგან დამზადებული, მაღალი ხარისხის და მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დროული მიწოდება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. 

ცნობისთვის, ადგილობრივი წარმოების პირბადეების ქსელურ სააფთიაქო ქსელებში გაყიდვა გუშინ დაიწყო.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე გაიყიდება 400,000 ერთეული პირბადე.

ხვალ საქართველოში დამზადებული პირბადეები ოთხ მსხვილ სააფთიაქო ქსელში (ავერსი, პეესპე, ფარმადეპო, ჯიპისი) მთელი საქართველოს მასშტაბით გაიყიდება.

ქართული სამკერვალო საწარმოები უსასყიდლოდ ჩაერთვნენ პირბადეების დამზადების პროექტში.

ხელისუფლებამ თავის თავზე აიღო იმპორტული დოლბანდის ნედლეულით უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა. 

შედეგად, საქართველომ, ბევრი სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, შეძლო ამ დეფიციტური პროდუქტის მასობრივი წარმოების დაწყება.

ეკონომიკის მინისტრმა პირბადე საკუთარი ხელითაც კი შეკერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system