თავში

რესტორნები 15 თებერვალს გაიხსნება

რესტორნები 15 თებერვალს გაიხსნება
რესტორნები 15 თებერვალს გაიხსნება

რესტორნები 15 თებერვალს გაიხსნება. ისინი მომხმარებლების მიღბას ღია სივრცეში შეძლებენ. ამის შესახებ დღეს პრემიერმა გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი საქართველოში 4%-ს ჩამოსცდა, რაც ეკონომიკის გახსნის ტემპის დაჩქარების შესაძლებლობას იძლევა.

"15-დან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში. თუმცა, შეზღუდვები შენარჩუინდება შაბათ-კვირას. შემდგომი შემსუბუქება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე“, – განაცხადა გახარიამ.

კვების ობიექტები შაბათ-კვირას „დელივერის“ სერვისით შეძლებენ მუშაობას.

გიორგი გახარიას განმარტებით, 15 თებერვლიდან სწავლა განახლდება სკოლებში ანუ საკლასო ოთახებში.

8 თებერვლიდან ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გაიხსნება ბაზრობებიც.

შეგახსენებთ, რესტორნები 6 თებერვლიდან თვითნებურ გახსნას აანონსებდნენ. შეცვლიან თუ არა გადაწყვეტილებას ისისნი, ამ სიახლის შემდეგ, ჯერ უცნობია. 

რესტორატორები შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების სამსახურმა და ეკონომიკის მინისტრმა გუშინ მკაცრად გააფრთხილა. ინსპექცია, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, რესტორნებს კანონის ფარგლებში დააჯარიმებს.

რესტორატორები, გაფრხილების მიუხედავად, შაბათს გახსნას მაინც აპირებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system