თავში

რომელი საწარმოები იმუშავებენ ბოლნისსა და მარნეულში

რომელი საწარმოები იმუშავებენ ბოლნისსა და მარნეულში
რომელი საწარმოები იმუშავებენ ბოლნისსა და მარნეულში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას, ინფორმაციით, საკარანტინო რეჟიმის მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე, დროებით ჩერდება მთელი ეკონომიკური საქმიანობა ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, გარდა ისეთი საქმიანობისა, რომელიც დაკავშირებულია სასურსათო და მედიკამენტებით უზრუნველყოფასთან.

მინისტრის განცხადებით, გარკვეული, დადგენილი წესების დაცვით ფუნქციონირებას გააგრძელებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულის საწარმოები.

თურნავას განმარტებით, დღის ბოლომდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მომზადდება კონკრეტული ჩამონათვალი, თუ რომელი საწარმოები გააგრძელებენ ფუნქციონირებას ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

შემიძლია გითხრათ, რომ შეუფერხებლად გააგრძელებენ ფუნქციონირებას გარკვეული დადგენილი წესების დაცვით ის საწარმოები, რომლებიც დაკავშირებულია კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან - ეს არის ენერგეტიკა, წყალმომარაგება, გაზის მიწოდება. სამრეწველო საწარმოები, მათ შორის წიაღის მოპოვება -გადამუშავებასთან დაკავშირებული და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული საწარმოები. უფრო დეტალური ჩამონათვალი ამ ორი მუნიციპალიტეტისთვის დღეს გამოქვეყნდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ასევე არანაირი შეფერხება არ ექნება მედიცინას, კავშირგაბმულობას, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობას. 

შეგახსენებთ, მარნეულის და ბოლნისის მუნციპილატიტებში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.

მარნეულში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დღეს დაუდგინდა, ის მარნეულიდან თბილისის კლინიკაში დღის მეორე ნახევარში გადმოიყვანეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system