თავში

რუსთავის ავტობაზრობა შეიძლება დაიკეტოს

რუსთავის ავტობაზრობა შეიძლება დაიკეტოს
რუსთავის ავტობაზრობა შეიძლება დაიკეტოს

რუსთავის ავტობაზრობის მიმართ ინტერესი მუდმივად მცირდება. გარდა იმისა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო ავტობაზრობას მომხმარებელი დააკლდა, როგორც ავტოიმპორტიორები ამბობენ, გაყიდვებმა მცირე ავტობაზრობებსა და სოციალურ ქსელში გადაინაცვლა. ამის შესახებ report.ge-თან ავტოიმპორტიორი, კომპანია ,,იამოტოს" დამფუძნებელი პაატა მაისურაძე საუბრობს.

,,მთავარი მიზეზი, რის გამოც თავიდან რუსთავის ავტობაზრობის მიმართ ინტერესმა იკლო, პანდემიური სიტუაციაა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ობიექტი დაკეტილი იყო. შედმეგ გაიხსნა, თუმცა მან მომხმარებლის მოზიდვა მაინც ვერ შეძლო. კლიენტი ამ ობიექტს რეგულაციემდეც აკლდა და ბოლოს უფრო მეტად დამძიმდა სიტუაცია. რუსთავის ავტობაზრობა და ნებისმიერი მსგავი ორგანზიაცია თუ იკეტება, მთავარი მიზეზი ბაზარზე სხვა მოთხოვნები გაჩნდა, სხვა მიმართულებით განვითარდნენ. მაგალითად, ადამიანს მანქანის გაყიდვა თუ უნდა, შეუძლია, რუსთავში საერთოდ აღარ წავიდეს, ეს გარდა იმისა, რომ გარკვეულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული, ბევრმა შეარჩია მეთოდი, იყიდოს ელექტრონული არხებით ანუ რუსთავის ავტობაზრობას დაკეტვა თუ ემუქრება, მხოლოდ იმის გამო მომხმარებელთა დიდ ნაწილს მის გარეშეც შეუძლია მანქანის ყიდვა. ამისთვის არის სოციალური ქსელი და მცირე ავტოსადგომებიც, სადაც ასევე შესაძლებელია ავტომობილების შეძენა. ბაზრობებით აქამდეც იშვიათად მისარგებლია და ახლაც მით უფრო, მაქვს საკუტარი ავტოსალონი, თუმცა რეალზიაცაის ყველას მეტად სოციალური ქსელების საშუალებით ვახდენთ", - ამბობს მაისურაძე.

რუსთავის ავტობაზრობის დაკეტვის დიდ ალბათობას ხედავს ,,რობანი მოტორსის" თანადამფუძნებელი, იმპორტიორი ელგუჯა ჯამაგიძე. 

,,დედაქალაქში უკვე გახსნილია პატარ-პატარა ბაზრობები, რომლებიც  კერძო ტერიტორიებზეა მოწყობილი და მანქანების ყიდვა-გაყიდვა შეიძლება. მაგალითისთვის, ასეთი მცირე ბაზრობაა აღმაშენებლის ხეივანის მიმდებარედ, ასევე დიდ დიღომში და რამდენიმე ისეთი ადგილას, სადაც მანქანის გაჩერება შესაძლებელია მაღალ დოენზე დაცულ პირობებში. რუსთავის ბაზრობა იყო დიდი სივრცე, რითაც უცხოელები, ძირითადად, მეზობელი რეგიონების მოქალაქეები სარგებლობდნენ. ახლა არავინ შემოდის, მომხმარებელი შემოგვაკლდა. ავტომობილები ჩამოჰყავდა ხალხს იმ იმედით, რომ მალე შეძლებდნენ გაყიდვას და სარგებელს ნახავდნენ. ასე არ მოხდა, ბაზარზე კი დიდი რაოდენობით მანქანა მოგროვდა, რომლის რეალიზაცია ჭირს. საბაჟო ტერიტორიაზე განთავსების პირობებიც მომხიბლავი იყო, ყველაფერი ეს ინტერესს იწვევდა. აზერბაიჯანელები და სომხები, რომლებიც რუსთავის ავტობაზრობის ძირითადი მომხმარებლები იყვნენ, უკვე მანქანებს ფოთში ყიდულობენ და იქიდან ეზიდებიან. ისინი თუ არ შემოვლენ, თითო-ოროლა კლიენტისთვის ასეთი დიდი სივრცე, როგორიც რუსთავის ავტობაზრობაა, ცხადია, რეალურად ვერ იმუშავებს", - ამბობს report.ge-თან ავტოიმპორტიორი.

ცნობისთვის, ავტოიმპორტიორების ინფორმაციით, ავტომობილების გაყიდვები მინიმუმამდე შემცირდა და პერსპექტივაც ჯერჯერობით უიმედოა. როგორც ისინი აცხადებენ, ბიზნესს უკვე შეღავათებიც ვერ შველის, რადგან თვითღირებულება მკვეთრად გაზრდილია, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა უკვე მინიმუმზეა მოსახლეობის მსყიდვითი უნარის კლების გამო. 

,,საქსტატის", მონაცემით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველომ ჯამში დააექსპოტა 86.5 მლნ დოლარის მსუბუქი ავტომობილები. წლიურად მაჩვენებელი 35.1%-ითაა შემცირებული. შემცირებულია მანქანების იმპორტიც. წელს პირველ სამ თვეში საქართველოში იმპორტირდა 168.5 მლნ. დოლარის მსუბუქი ავტომობილები, კლება 12.9%-ს გაუტოლდა. 

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანში საქართველოდან 7 193 მსუბუქი ავტომობილი დაექსპორტდა, რომლის საერთო ღირებულება 47,8 მილიონი აშშ დოლარია. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა შემცირებულია 790 ერთეულით წლიურ ჭრილში, ხოლო პროცენტულ გამოსახულებაში კლებამ 9,9% -ი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system