თავში

საიდან აიღეს თანხა სოციალური დახმარების ახალი პაკეტისთვის

საიდან აიღეს თანხა სოციალური დახმარების ახალი პაკეტისთვის
საიდან აიღეს თანხა სოციალური დახმარების ახალი პაკეტისთვის

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განმარტებით კი პაკეტისთვის განკუთვნილი თანხები სრულად კოვიდ ფონდიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა

„კოვიდის ფონდიც, რა საკვირველია, ავსახეთ ბიუჯეტში, გლობალურად თუ ვიტყვით, ყველაფერი დაიხარჯება ბიუჯეტიდან, თუმცა კოვიდის ფონდი ამ ეტაპისთვის არის 135 მლნ ლარამდე, ძირითადად რა საკვირველია მოხდება მისი მიმართვა ამ ბავშვების საკომპენსაციო პაკეტებზე, თუმცა ეკონომიკური კრიზისის მესამე ეტაპის ეს ინიციატივა, რითაც საქართველოს მთავრობა დღეს გამოვიდა უფრო დიდია, ვიდრე ეს კოვიდის ფონდის თანხა, შესაბამისად დანარჩენი ბიუჯეტიდან მოხდება, თუმცა აქ ძირითადი ნაწილი არის ზამთრის პაკეტი, რომელიც ჩვენ დღესვე დავაანონსეთ. აქ გასაკვირი არაფერია, იმიტომ, რომ ეს არის ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი და ყველაზე გვიან დღეს შეგვეძლო გვეთქვა, ნებისმიერ შემთვევაში იქნებოდა ეს ოქტომბერი თუ ნოემბერი უფრო საარჩევნო კონტექსტში მოხდებოდა მაგის განხილვა“, - განაცხადა მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების დახამრების პაკეტზე თანხები ძირითადად კოვიდ ფონდიდან იქნა მობილიზებული.

„ყველაფერი მიდის ბიუჯეტიდა, თუმცა აქ ლომის წილი და მთავარი ნაწილი, რაც შეეხება ბავშვების საკომპენსაციო პაკეტებს წავა კოვიდ ფონდიდან, რომელიც იცით როგორ ფორმირდებოდა და ვინ იყო მთავარი შემომწირველი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ დაახლოებით 300 მლნ ლარამდე თანხა, რომელიც საჭიროა დღეს წარდგენილი მხარდაჭერის პაკეტისთვის, სახელმწიფოს განახლებულ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო.

"ჩვენ დიდი თანხები მოვიზიდეთ და მოვიზიდავთ წლის ბოლომდე. განახლებული ბიუჯეტი, რომელიც ივნისში პარლამენტში შევიტანეთ ისე გვქონდა ფორმირებული, რომ სოციალური პაკეტებისთვის იყო მობილიზებული თანხა, ამიტომ დღეს არ მოვაკლებთ არაფერს, იქ მსგავსი ტიპის მხარდაჭერის ღონისძიებებისთვის შექმნილი იყო უკვე რესურსი,"-თქვა მაჭავარიანმა.

ეგახსენებთ, მთავრობა მოქალაქეების დახმარების მესამე ეტაპს იწყებს. ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპი, რომელიც თვითდასაქმებულების დახმარებას ითვალისწინებდა, დაიხურა.

ერთადერთი, რაც სოციალურ-ეკონომიკური დახმარების მესამე ეტაპის შესახებაა ცნობილი, არის ის, რომ მთავრობა კომუნალურ გადასახადებს მოსახლეობას ზამთარშიც გადაუხდის. ასევე 17 წლამდე საქართველოს ყველა მოქალაქე დახმარებას მიიღებს. ყველა სტუდენტს, რომელსაც სოციალური ქულა 150 ათასამდე აქვს, სახელმწიფო ერთი სემესტრის, 2020-2021 სასწავლო წელს აუნაზღაურებს. ყველა თვითდასაქმებული, ვინც მთავრობას 300-ლარიანი დახმარებისთვის მიმართა, მათ შორის ისინი, ვინც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და დახარვეზდა, 300-ლარიან დახმარებას მიიღებს. სხვა დეტალი, კიდევ დახმარების რა პაკეტს შესთავაზებს მთავრობა მოქალაქეებს, ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

მთავრობის სოციალური დახმარების ახალი პაკეტის ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია. ახალი სოციალური დახმარებები ნაწილობრივ სტოპკოვ ფონდში მობილიზებული თანხიდან ფინანსდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system