თავში

საქართველო ელექტროენერგიას რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან ყიდულობს

საქართველო ელექტროენერგიას რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან
საქართველო ელექტროენერგიას რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან ყიდულობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი კორუფციული გარიგებებით ხორციელდება და ამის გამო იზრდება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი. ნათია თურნავა ამტკიცებს, რომ ეს სიცრუე და ცილისწამებაა. 

მინისტრი ასევე გამორიცხავს ელექტროენერგიის იმპორტის პროცესში ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის მონაწილეობას და მოუწოდებს დეზინფორმატორებს, თავი შეიკავონ ცილისმწამებლური განცხადებებისგან.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში, დღეს ქვეყნის იმპორტირებული ელექტროენერგიის შემოტანა აბსოლუტურად გამჭვირვალედ, საბაზრო პრინციპების სრული დაცვით ხორციელდება.

მისივე თქმით, 2012 წლისგან განსხვავებით, დღეს საქართველო ელექტროენერგიას სამი ქვეყნიდან - რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის ვერცერთი იმპორტიორი თუ სხვა პროფილის ელექტროენერგეტიკული კომპანია ვერ შეძლებს, იყო დომინანტი მოთამაშე საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზარზე, უკარნახოს ბაზარს ფასი და გამოიწვიოს მისი ზრდა. თურნავა ირწმუნება, რომ ეს შესაძლებელი გახდა ენერგეტიკული რეფორმის შედეგად, რომელსაც ქვეყანა ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთების შემდეგ ახორციელებს.

„2012 წლამდე ჩვენი ქვეყნის ძირითადი იმპორტიორი რუსეთი იყო და დენის იმპორტის 80 პროცენტი სწორედ რუსეთიდან შემოდიოდა. დღეს, ჩვენი რეფორმისა და ბაზარზე ჩამოყალიბებული კონკურენციის შედეგად, ჩვენ ელექტროენერგია მოგვეწოდება სამი სხვადასხვა ქვეყნიდან და ახლანდელი დეკემბერი ძალიან კარგი მაგალითია. რეფორმის გატარებით, ჩვენ მაქსიმალური კონკურენცია დავუშვით ამ ბაზარზე - ეს არის სწორი ფასწარმოქმნისა და გამჭვირვალობის საწინდარი. რაც შეეხება, ელექტროენერგიის იმპორტს, ის ხორციელდება იმპორტიორ ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე. მაგალითად, თუკი რუსეთიდან დენის იმპორტს მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაო“ ახორციელებს, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან დაშვებულია ამ პროცესში კერძო კომპანიების დაშვება და საქართველო ამას ვერ შეზღუდავს ჩვენს ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული საბაზრო კონკურენციის წესებიდან გამომდინარე. პირიქით, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა ითვალისწინებს კონკურენციის წახალისებას და არა მის შეზღუდვას. საბოლოოდ, მოგებული რჩება მომხმარებელი, რომელიც ელექტროენერგიას უწყვეტად და სტაბილურად მიიღებს“, - ამბობს ნათია თურნავა.

ცნობისთვის, მინისტრს ამგვარი განცხადების გაკეთება პირველად არ უწევს. ბოლოს ჯერ კიდევ მიმდინარე წლის სექტრემბერში ნათია თურნავა ამტკიცებდა იმავეს. მისი თქმით, აზერბაიჯანული ელექტროიმპორტი რუსული დენის ალტერნატივაა. მისივე თქმით, უჩა მამაცაშვილის დასახელებას ამასთან მიმართებით, არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system