თავში

საქართველოს აზერბაიჯანის ვალი გაეზარდა

საქართველოს აზერბაიჯანის ვალი გაეზარდა
საქართველოს აზერბაიჯანის ვალი გაეზარდა

საქართველოს აზერბაიჯანის ვალი ლარში გაეზარდა, ხოლო დოლარში უცვლელია. მიზეზი ლარის გაუფასურებაა დოლართან მიმართებაში.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, თუ 2021 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს აზერბაიჯანის 5 მილიონი დოლარი და მისი ეკვივალენტური 16.8 მლნ. ლარი მართებდა, 2021 წლის 31 მარტში ის 17,244 მლნ. ლარი გახდა.  2021 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აზერბაიჯანის მიმართ სავალო ვალდებულებები 18.1 მლნ ლარს უტოლდებოდა, ხოლო 1 დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყანას მეზობელი აზერბაიჯანის 18, 8 მილიონი ლარი მართებდა. 

ლარის გაუფასურებამ საქართველოს სხვა მეზობელი ქვეყნების ვალიც გაუზარდა. თებერვლის ბოლოს ქვეყანას მეზობელი თურქეთის დოლარში მართებდა 9.7 მილიონი, რაც ლარში 32.5 მილიონს უტოლდებოდა, ხოლო მარტში ამ ქვეყნის ვალი ლარში 33,3 მილიონამდე გაიზარდა.

საქართველოს თებარვალში სომხეთის 5.1 მლნ. დოლარის ვალი ერიცხებოდა, რაც 17 მილიონამდე ლარს უტოლდებოდა, ხოლო მარტის ბოლოს მეზობელი ქვეყნის ვალი საქართველოს ლარში 17.4 მილიონამდე გაეზარდა.

ამჟამად საქართველოს რუსეთის 37,5 მლნ. დოლარის, იგივე 127,8 მლნ. დოლარის ვალი ერიცხება. თებერვალში კი ჩრდილო მეზობლის მიმართ ქვეყანას ლარში 124.6 მილიონიანი სავალო ვალდებულება ჰქონდა.

მარტში, თებერვალთან შედარებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 104, 881 მლნ დოლარით შემცირდა და 7,720 მლრდ დოლარს გაუტოლდა. წლიურად კი ქვეყნის საგარეო ვალდებულებები 2,032 მლრდ დოლარითაა გაზრდილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system