თავში

საქართველოში იარაღის წარმოებას ქართულ-ებრაული საწარმო იწყებს

საქართველოში იარაღის წარმოებას ქართულ-ებრაული საწარმო იწყებს
საქართველოში იარაღის წარმოებას ქართულ-ებრაული საწარმო იწყებს

"ახალი ქართულ-ებრაული საწარმო „დელტას“ ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება, რომელიც M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის მაგალითად მინისტრმა სამხედრო ქვედანაყოფების ამერიკული წარმოების M-4 ტიპის შაშხანებით აღჭურვა დაასახელა.

იარაღის წარმოების დაწყებას იწონებენ სამხედრო ანალიტიკოსები. ჟურნალ "არსენალის" რედაქტორი და სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი გვეუბნება, რომ ეს ქვეყანაში სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი წინგადადაგმული ნაბიჯი იქნება, მით უფრო, თუ საქართველო ამ საკითხში ებრაელების მრავალწლიან და მაღალტექნოლოგიურ გამოცდილებას გაიზიარებენ და მათი ტექნოლოგიით შეუდგებიან იარაღის წარმოებას. 

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ახლანდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ტყვიის საწარმოს მშენებლობის პროექტიც ჰქონდა. მისი აზრით, საქართველომ უნდა აწარმოოს ყველა სახის იარაღი, ბირთვულის გარდა.ღარიბაშვილის თქმით, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები რამდენიმე ათეულ მილიონს  ხარჯავენ ტყვია-წამლის შეძენაში, ამიტომ ტყვიის საწარმო საქართვლოში, მისი აზრით,კომერციულადაც გამართლებული იქნება, ეკონომიკურადაც და უსაფრთხოებასაც გააძლიერებს. 

ახლანდელმა პრემიერმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დააანონსა, რომ საქართველო შეიარაღებაში 2021 წელს 200 მილიონზე მეტს დახარჯავს.

2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 95 მლნ ლარით გაიზარდა და 900 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც თავდაცვაზე გამოყოფილი წლიური თანხის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ.

თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 880 მლნ. ლარით განისაზღვრა, თუმცა პანდემიის გამო ის 75 ლარით შემცირდა. უწყების ხარჯები ორი მიმართულებით დაკორექტირდა: ესაა სამშენებლო მიმართულებები და საფრანგეთის კრედიტით დაფინანსებული პროექტი.

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადებით, 2020 წელს თავდაცვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 100 მილიონი ლარით 250 ობიექტი, ყველა მოქმედი ყაზარმა და სასადილო რეაბილიტირდა. შარშან ღარიბაშვილმა დააანონსა, რომ მომავალ წლებში ყურადღება დაეთმობა განახლებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნებისა და მშენებლობა-განვითარების საკითხებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system