თავში

საქართველოში კორონავირუსისგან სუფთა ზონები გამოცხადდება

საქართველოში კორონავირუსისგან სუფთა ზონები გამოცხადდება
საქართველოში კორონავირუსისგან სუფთა ზონები გამოცხადდება

ვაპირებთ, ცალკეული ტურისტული ზონები კორონავირუსისგან სუფთა ზონებად გამოვაცხადოთ. ეს შეიძლება იყოს საირმე, წყალტუბო, გუდაური. აჭარა ამისთვის ძალიან დიდია, მაგრამ შეიძლება ვიფიქრობ ცალკე აღებულ ბათუმზე და აქ დავაწესოთ გარკვეული წესები, რათა ცალკეული ლოკაციები კორონავირუსისგან სუფთა ზონებად გამოვაცხადოთ, - ამის შესახებ სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ქვეყანაში ეკონომიკის გახსნის პროცესი დაიწყება ტურიზმიდან. შემდეგი იქნება სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ინდუსტრია, განათლება და მედიცინა. ეს თანმიმდევრობა არ ნიშნავს, რომ პირველი დარგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეორე. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ პირველი დარგი უფრო მეტად დაზარალდა, თორემ ზოგიერთს ეწყინა, მაგალითად, რატომ იწყებთ ტურიზმით, და არა სოფლის მეურნეობით ან ინდუსტრიით. ეკონომიკაში ტურიზმის წვლილი და კრიზისისგან მიყენებული ზიანი ყველაზე დიდია. ესაა რანჟირების ძირითადი მიზეზი“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ საქართველო უსაფრთხო ტურიზმს ერთ-ერთი პირველი გახსნის.

დღესვე პრემიერმა განმარტა, რომ საკარანტინო ზონებად გადაკეთებამ სასტუმროებს კონკურენტული უპირატესობა მისცა. მისი თქმით, ბევრმა სასტუმრომ ისწავლა, როგორ უნდა მართოს ვირუსის გავრცელების რისკი, რაც უსაფრთხო ტურიზმის გახსნის შესაძლებლობას იძლევა.

პრემიერმა აჭარაში ტურინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კორონავირუსმა საქართველოს მისცა შანსი და ეს შესაძლებლობა ქვეყანამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

დღესვე პრემიერმა განაცხადა, რომ მოგვიწევს დისტანციურ შრომას მივეჩვიოთ, რომ ცხოვრება არ გაჩერდეს და ეკონომიკა გაიხსნას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system