თავში

საქსტატის წარმატება მის მიმართ ბრალდებების უსაფუძვლობაზე მოწმობს - ცუცქირიძე

საქსტატის წარმატება მის მიმართ ბრალდებების უსაფუძვლობაზე
საქსტატის წარმატება მის მიმართ ბრალდებების უსაფუძვლობაზე მოწმობს - ცუცქირიძე

ექსპერტი საბანკო - საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე ამბობს, რომ საქართველოს სტატისტიკის სისტემის ევროპის საუკეთესო ოცეულში დასახელებით ბევრ კითხვაზეა პასუხი გაცემული და აჩვენებს იმ პროგრესს, რაც ქვეყანამ ბოლო წლებში განიცხადა.

ცუცქირიძე ამბობს, რომ საქსტატის ეს წარმატება ადასტურებს იმას, რომ  უწყების მიმართ მიზანმიმართულად და უსაფუძვლოდ მიდიოდა თავსადხმა. თითქოსდა ის ეკონომიკურ პარამეტრებს აყალბებს და დასაქმება-ინფლაციის რეალურ სურათს ამახინჯებს.

„ორგანიზაცია Open Data Watch-მა ღია მონაცემთა აღწერის (Open Data Inventory – ODIN) რიგით მეხუთე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 2020 წელს საქართველოს სტატისტიკის სისტემის რეიტინგი წინა შეფასებასთან შედარებით მთელი 8 პოზიციით გაუმჯობესდა და საქართველომ მსოფლიოს ქვეყნებს შორის, 39-დან 31-ე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო პირველად, ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში დასახელდა. ანგარიშის მიხედვით საქართველო რეიტინგით უსწრებს არა მხოლოდ ევროკავშირის მთელ რიგ ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორებიც იტალია, საფრანგეთი, ბელგია ან პორტუგალიაა, არამედ საქართველოს სტატისტიკის სისტემა რეიტინგით ისეთი ქვეყნების დონეზეა, როგორიცაა - ავსტრია და შვეიცარია. ეს კვლევაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ სუბიექტური და ცილისმწამებლური ინფორმაციის მიზანდასახულ ხასიათს, რასაც ამა თუ იმ სტატისტიკური მონაცემის შეფასებისას ოპოზიციური ფლანგიდან ვისმენთ, ეკონომიკური პარამეტრების თუ დასაქმებულთა რაოდენობის ვითომდა დამახინჯებულ სტატისტიკურ სურათზე. იქნებიან ცალკეული პოლიტიკოსები თუ ექსპერტები“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქსტატი მონაცემებს ცვლის, ამახინჯებს რეალობას და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

საქსტატს უნდობლობას უცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძეც.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში კი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და დასძენენ, რომ უწყება საერთაშორისო მეთოდოლოგიით ითვლის ეკონომიკის სხვადასხვა მონაცემს.

ისტორიაში პირველად საქართველოს სტატისტიკის სისტემა ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system