თავში

სამხრეთ გაზის დერეფანი აზერბაიჯანისთვის სტაბილური შემოსავლის წყაროა - ექსპერტი

სამხრეთ გაზის დერეფანი აზერბაიჯანისთვის სტაბილური შ
სამხრეთ გაზის დერეფანი აზერბაიჯანისთვის სტაბილური შემოსავლის წყაროა - ექსპერტი

"სამხრეთ გაზის დერეფნანი ჩვენს ქვეყანას ფართო ფინანსურ შესაძლებლობებს აძლევს. აქედან მიღებული სტაბილური შემოსავლებით ქვეყანას ეძლევა  შესაძლებლობა, განახორციელოს ახალი სოციალური პროექტები. ამ პროექტიდან მიღებული თანხები უზრუნველყოფს ბიუჯეტის შემოსავლების მდგრადობას. სტაბილური ეკონომიკა შექმნის საიმედო ბალიშს განვითარებისათვის ", - ასე ფიქრობს ეკონომიკის აზერბაჯანელი ექსპერტი ამალ ჰასანლი. მისი განმარტებით, აზერბაიჯანისთვის ყარაბაღში დაბრუნებული მიწების ეკონომიკური აღდგენა-განვითარება უმნიშვნელოვანესია და ამ მიმართულებითაც შეიძლება მიიმართოს გაზის მზარდი ტრანზიტიდან მიღებული მზარდი შემოსავლები. 

ჰასანლის მტკიცებით, სამხრეთ გაზის დერეფნის როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უდიდესია.

”ძველი კონტინენტი” სისტემატურად მუშაობს ენერგიის არხების დივერსიფიკაციაზე. ამ სტრატეგიის განუყოფელ ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს ევროპელი მომხმარებლების აზერბაიჯანული გაზის მიწოდება. ამიტომ, ამ პროექტის მნიშვნელობა ევროპისთვის, უდავოა.ევროპის მხრდიდან აზერბაიჯანული გაზის მიღებაზე მზადყოფნა, პირველ რიგში, აზერბაიჯანის საიმედო პარტნიორის სტატუსით არის განპირობებული,” - ამბობს ექსპერტი და დასძენს, რომ აზერბაიჯანისთვის პროექტის განხორციელებით მიღებული ეკონომიკური და პოლიტიკური დივიდენდები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის რეგიონული ლიდერის პოზიციის გამყარებაში.

სამხრეთ გაზის დერეფნის საკონსულტაციო საბჭოს მე-7 მინისტერიალი 11 თებერვალს ბაქოში ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართა. პირველი მინისტერიალი სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოში შედგა 2015 წლის 12 თებერვალს. წლევანდელ მინისტერიალში საქართველოს მხრდიდან მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

გაზის სამხრეთ დერეფანი და გაფართოვდება და საშუალოვადიან პერიოდში, შესაძლოა ის ბალკანეთის რეგიონსაც მოემსახუროს. გაფართოების შემდეგ TAP– ის სრული სიმძლავრე იქნება 20 მილიარდი, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის კი (TANAP) - 31 მილიარდი. ჯამში სამხრეთ კავკასიის მილსადენის სიმძლავრე გაფართოების შემდეგ მიაღწევს 30 მილიარდ კუბურ მეტრს.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება.

სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი -ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, გასულ წელს გახსნა.

შეგახსენებთ, 2021 წლისთვის დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ბალანსის მიხედვით, 2021 წელს საქართველო აზერბაიჯანული გაზის გატარების სანაცვლოდ 1.014 მლრდ მ³ გაზს მიიღებს. მიმდინარე წელს შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზიდან, საქართველოსთვის გამოყოფილი „დამატებითი გაზის“ მოცულობა 508.7 მლნ კუბ. მეტრი იქნება, „ოფციური გაზის“ – 505.96 მლნ მ³, რაც იმას ნიშნავს, რომ „სამხრეთ კავკასიური დერეფნიდან“ მისაღები გაზის მოცულობა 2020 წელთან შედარებით (888.6 მლნ მ³) 126 მლნ მ³-ით მეტი იქნება.

გაზის სამხრეთ კორიდორის შექმნის ინიციატორი აზერბაიჯანული მხარეა. "ჩვენ შევადგინეთ ევრაზიის ენერგეტიკული რუკა," - ასეთ შეფასებას აძლევს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამ პროექტს. მისი მტკიცებით, აზერბაიჯანმა საკუთარ თავზე აიღო ამ პროექტის მთავარი ფინანსური ტვირთი. აშენდა სამი ურთიერთდაკავშირებული გაზსადენი, რომელთა სიგრძეა 3 500 კილომეტრი, რის შედეგადაც ევროპელი მომხმარებლები უკვე იღებენ აზერბაიჯანულ გაზს. ალიევის შეფასებით, ეს სასარგებლოა ევროპისთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც.

ცნობისთვის, 2021 წლიდან აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. სამხრეთი გაზის კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება. ამ ფაქტს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა. გიორგი გახარიას შეფასებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური ეფექტი, რომელიც გაზის სამხრეთი კორიდორისგან ვითარებას მოყვა. პრემიერი გახარია განმარტავს, რომ თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა - ახორციელებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში - ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში.

გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system