თავში

სამხრეთ გაზის დერეფნის საინვესტიციო ღირებულება $ 33 მილიარდ აშშ დოლარია

სამხრეთ გაზის დერეფნის საინვესტიციო ღირებულება
სამხრეთ გაზის დერეფნის საინვესტიციო ღირებულება $ 33 მილიარდ აშშ დოლარია

"ისეთი ცნობილი პროექტი, როგორიცაა TAP-ი, თურქმენეთის პროაქტიული ენერგეტიკული დიპლომატიის მტკიცებულებაა," - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა დღეს განაცხადა თურქმენეთის ნავთობისა და გაზის სექტორში საინვესტიციო საერთაშორისო ფორუმზე. აბდულაევის განმარტებით, TAP-ი ხელს შეუწყობს სამშვიდობო პროცესებს და განამტკიცებს ეკონომიკურ თანამშრომლობას, ჩამოაყალიბებს ფართო გეოეკონომიკურ სივრცეს კასპიის ზღვის ზონაში, ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში. 

აბდულაევმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის 2021 წლის 21 იანვარს გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელიც  გაფორმდა კასპიის ზღვაში დოსტლუკის საბადოში ნახშირწყალბადების რესურსების ერთობლივი კვლევა.

როვნაგ აბდულაევმა ფორმუმზე საზოგადოებას განუცხადა, რომ თურქმენეთსა და SOCAR– ს შორის თანამშრომლობის განვითარების უზარმაზარი პოტენციალია. თანამშრომლობის განვითარების ახალ შესაძლებლობად აბდულაევმა დაასახელა სამხრეთ გაზის დერეფანი (SGC), რომლითაც ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა მოახერხა ბუნებრივი გაზის ექსპორტი ევროპის ბაზრებზე.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტის ინფორმაციით, 3500 კილომეტრიანი სამხრეთ გაზის დერეფნის საინვესტიციო  ღირებულება დაახლოებით $ 33 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამ ენერგოდერეფანმა მოიცვა 7 ქვეყანა და დააკავშირა კასპიის რეგიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან. როვგან აბდულაევის შეფასებით, სამხრეთ გაზის დერეფანს უდიდესი წვლილი მიუძღვის ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვაში.

მიმდინარე წლის აპრილში ტრანს-ადრიატიკის მილსადენმა (TAP) 42% -ით მეტი გაზი გადაიტანა, ვიდრე მარტში. აპრილში, აზერბაიჯანიდან ტრანს-ადრიატიკის გაზსადენის (TAP) საშუალებით მომარაგება აზერბაიჯანიდან 77% -ით გაიზარდა. თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე კიპოის შესასვლელი პუნქტიდან ყოველდღიურად 26 მილიონ კუბურ მეტრამდე მიწოდება ხდება. გაზის უმეტესი ნაწილი იტალიაში მიდის. გასულ კვირას იქ დღეში დაახლოებით 22 მილიონი კუბური მეტრი მიწოდება ხდება, ხოლო საბერძნეთში დაახლოებით 4 მილიონი კუბური მეტრი.

TAP-ს შაჰ დენიზის საბადოდან ბუნებრივი გაზი ევროპაში გადააქვს. კიპოის 878 კმ სიგრძის მილსადენი თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან უკავშირდება ტრანსანატოლიის მილსადენს და გადის საბერძნეთის, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით სამხრეთ იტალიამდე. 2020 წლის 31 დეკემბრიდან, ანუ ევროპაში აზერბაიჯანული გაზის მიწოდების დაწყების პირველი დღიდან, დღემდე ტრანსადრიატიკული მილსადენით, TAP– ით, ტრანსპორტირებულია 10,9 მილიონი კუბური მეტრი გაზი. TAP- ის აქციონერები არიან SOCAR (20%), BP (20%), Snam (20%), Fluxys (19%), Enagás (16%) და Axpo (5%).

გაზის სამხრეთ დერეფანი და გაფართოვდება და საშუალოვადიან პერიოდში, შესაძლოა ის ბალკანეთის რეგიონსაც მოემსახუროს. გაფართოების შემდეგ TAP– ის სრული სიმძლავრე იქნება 20 მილიარდი, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის კი (TANAP) - 31 მილიარდი. ჯამში სამხრეთ კავკასიის მილსადენის სიმძლავრე გაფართოების შემდეგ მიაღწევს 30 მილიარდ კუბურ მეტრს. უნგრეთი აზერბაიჯანული გაზის მისაღებად მოლაპარაკებებს იწყებს.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება.

გაზის სამხრეთ კორიდორის შექმნის ინიციატორი აზერბაიჯანული მხარეა. "ჩვენ შევადგინეთ ევრაზიის ენერგეტიკული რუკა," - ასეთ შეფასებას აძლევს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამ პროექტს. მისი მტკიცებით, აზერბაიჯანმა საკუთარ თავზე აიღო ამ პროექტის მთავარი ფინანსური ტვირთი. აშენდა სამი ურთიერთდაკავშირებული გაზსადენი, რომელთა სიგრძეა 3 500 კილომეტრი, რის შედეგადაც ევროპელი მომხმარებლები უკვე იღებენ აზერბაიჯანულ გაზს. ალიევის შეფასებით, ეს სასარგებლოა ევროპისთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც.

ცნობისთვის, 2021 წლიდან აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. სამხრეთი გაზის კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება. ეს ფაქტი ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად ფასდება. ქართული მხარისთვის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ფაქტორებთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გაზის სამხრეთი კორიდორის პოლიტიკური ეფექტი: თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა, ანუ ახორციელებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში, ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში.

გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system