თავში

შემოწმებული 3000 სასტუმროდან ოპერირების უფლება ნახევარმა მიიღო

შემოწმებული 3000 სასტუმროდან ოპერირების უფლება ნახევარმა მიიღო
შემოწმებული 3000 სასტუმროდან ოპერირების უფლება ნახევარმა მიიღო

ბოლო მონაცემებით, შრომის ინსპექციამ შეამოწმა სამი ათასამდე სასტუმრო, რომელთაგან ოპერირების უფლება მხოლოდ ნახევარს მისცეს.

რაც შეეხება, ფიტნეს-დარბაზებს, აუზებსა და რესტორნებს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, სექტორს ოპერირების უფლება აქვს იმ შემთხვევაში თუ დაცულია შემდეგი რეკომენდაციები: დისტანციის დაცვა, დეზინფექცია, სკრინინგის უზრუნველყოფა.

სპეციფიკის გათვალისწინებით, ეს მოთხოვნები განსხვავებულია.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დახურული ეკონომიკა 6 ეტაპად გაიხსნა. ბიზნესსაც და მოქალაქეებსაც რეგულაციების დაცვა უწევთ.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 1264-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელდა 44 ადამიანი და სულ განკურნებულთა რაოდენობაა 1054.

კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად საქართველოში გარდაცვლილია 17 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6930 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system