თავში

სიღნაღს გაზს "სოკარ ჯორჯია გაზი" მიაწვდის

სიღნაღს გაზს "სოკარ ჯორჯია გაზი" მიაწვდის
სიღნაღს გაზს სოკარ ჯორჯია გაზი მიაწვდის

სიღნაღის გგს-ის რეაბილიტაცია დასრულდა. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” სიღნაღის გაზგამანაწილებელი სადგურის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა და ამ დროისთვის, ბუნებრივი გაზის მიწოდება შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ ეტაპობრივად ხორციელდება.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” განმარტებით სისტემატურად ხორციელდებას გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.

"სოკარ ჯორჯია გაზი" ემსახურება 715 000-ზე მეტ აბონენტს. კომპანია ამ ეტაპზე ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებას არ გეგმავს. ერთი წლის წინ "სოკარ ჯორჯია გაზმა” საქართველოში მილსადენების ქსელი გააფართოვა. მთავრობის განკარგულებით, დედოფლისწყაროს, მარტვილის, ხაშურის, ჩოხატაურისა და ზუგდიდის რაიონში მდებარე მილსადენებს შეიძენს. უძრავ ქონებაში, რომელიც კომპანიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა „სოკარ ჯორჯია გაზი” 6,154,370 ლარს გადაიხდის. “სოკარ ჯორჯია გაზმა” საფასურის გადახდა 2027 წლიდან უნდა დაიწყოს. თანხის დაფარვის საბოლოო თარიღად 2036 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system