თავში

სოფელ ვახტანგისს გაზს "სოკარ ჯორჯია გაზი" მიაწვდის

სოფელ ვახტანგისს გაზს "სოკარ ჯორჯია გაზი" მიაწვდის
სოფელ ვახტანგისს გაზს სოკარ ჯორჯია გაზი მიაწვდის

სოფელ ვახტანგისს გაზს „სოკარ ჯორჯია გაზი“ მიაწვდის. ამის შესახებ report.ge-ს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომიიიდან (სემემკი) აცნობეს. 

მათივე განმარტებით, შპს „არზუ-გაზის“ სახელზე გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია გაუქმნდა.

"აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს შპს „არზუ გაზის“ დირექტორის შესაბამისი მოთხოვნა. კომპანია ოპერირებდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ვახტანგისში. სოფელ ვახტანგისში ბუნებრივი გაზის განაწილებას უზრუნველყოფს შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ - განუმარტეს report.ge-ს სემეკში. 

"სოკარ ჯორჯია გაზი" ემსახურება 715 000-ზე მეტ აბონენტს. კომპანია ამ ეტაპზე ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებას არ გეგმავს. ერთი წლის წინ "სოკარ ჯორჯია გაზმა” საქართველოში მილსადენების ქსელი გააფართოვა. მთავრობის განკარგულებით, დედოფლისწყაროს, მარტვილის, ხაშურის, ჩოხატაურისა და ზუგდიდის რაიონში მდებარე მილსადენებს შეიძენს. უძრავ ქონებაში, რომელიც კომპანიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა „სოკარ ჯორჯია გაზი” 6,154,370 ლარს გადაიხდის. “სოკარ ჯორჯია გაზმა” საფასურის გადახდა 2027 წლიდან უნდა დაიწყოს. თანხის დაფარვის საბოლოო თარიღად 2036 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system