თავში

თბილისი-საგარეჯოს ავტობანის მშენებლობას სახელმწიფო აფინანსებს

თბილისი-საგარეჯოს ავტობანის მშენებლობას სახელმწიფო აფინანსებს
თბილისი-საგარეჯოს ავტობანის მშენებლობას სახელმწიფო აფინანსებს

"თბილისი-საგარეჯოს ავტობანი ეს არის ერთ-ერთი გამონაკლისი პროექტი, რომელსაც, პანდემიის და ბიუჯეტის სირთულეების მიუხედავად, სახელმწიფო დაფინანსებით ვიწყებთ, ვინაიდან დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ასეთი ტიპის პროექტებს ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ რეგიონების განვითარებაში და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში,“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა დღეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

2021 წელს დასრულდება გურჯაანის შემოვლითი გზის 15 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა და დაიწყება ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ავტობანი. 

მისივე განმარტებით, ახალი ჩქაროსნული მაგისტრალები და განახლებული შიდა გზები დაგვაახლოებს ევროკავშირთან და ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან, შექმნის მეტ შესაძლებობებს რეგიონებში ტურისტების მოსაზიდად, გაადვილებს რეგიონებში წარმოების და სხვა ეკონომიკური საქმიანობის დაწყებას.

თბილისი-საგარეჯოს ავტობანის მშენებლობას სახელმწიფო აფინანსებს.

თბილისი-საგარეჯოს საავტომობილო გზის მშენებლობაზე ტენდერი მომავალ წელს გამოცხადდება. ცნობისთვის ეს პროექტი აზერბაიჯანული მედიის ყურადღების ქვეშაცაა. გზის კეთილმოწყობა ორივე ქვეყნის ინტერესშია, რადგან აზერბაიჯანი-საქართველოს სატრანზიტო დერეფანს გახდის სრულყოფილს. ეს გზა საერთაშორისო-სატრანზიტო მნიშვნელობისაა, რადგან, თბილისი-კახეთის მთავარი მაგისტრალის ფუნქციის გარდა, ის ასრულებს სატრანზიტო დერეფანის ფუნქციას საქართველო-აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონს შორის.

პროექტი ითვალისწინებს არა ძველი გზის, არამედ მთლიანად ახალი მაგისტრალის აღდგენას. თბილისი-საგარეჯოს 35 კილომეტრიანი გზის მშენებლობის პროექტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც გათვალისწინებულია. პროექტის თანახმად, თბილისი-საგარეჯოს გზას ოთხი ზოლი ექნება. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის პროექტირებაზე, რომელიც მსოფლიო ბანკმა დააფინანსა, ავსტრიელი და ამერიკული მაღალკვალიფიციური კომპანიები მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, ტენდერი თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობაზე მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში უნდა გამოცხადებულიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system